28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
04.03.2017 / 06:03
შრიფტის ზომა:

სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე დროებითი ზომა მიიღო

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა.

ამის შესახებ ნიკა გვარამიამ "რუსთავი 2"-ში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. "სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოდან ძალიან სასიხარულო ცნობა მოვიდა - სრულიად უპრეცედენტო, რომელიც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. სტრასბურგის სასამართლომ პირველად საკუთარი არსებობის ისტორიაში შეაჩერა საქმის აღსრულება უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. მსგავსი ზომა სტრასბურგის სასამართლოს არ გამოუყენებია არასდროს, გარდა იმ საქმეებისა, რომელიც ეხება ადამიანების წამებას, საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს ან ეხება ექსტრადირებას. არც საკუთრების უფლებასთან მიმართებაში და არც გამოხატვის უფლებასთან მიმართებით არც ერთ ვითარებაში სტრასბურგის სასამართლოს მსგავსი გადაწყვეტილება არ მიუღია. ეს არის ისტორიული შემთხვევა. ერთი მხრივ, "რუსთავი 2"-ის საქმემ და საქართველოს სამარცხვინო სასამართლო ხელისუფლებამ და სამარცხვინო მთავრობამ საფუძველი დაუდო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ახალ პრაქტიკას", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე განმარტებით, დოკუმენტში წერია, რომ 8 მარტამდე, ვიდრე სტრასბურგის სასამართლო გაერკვევა, შეჩერებულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, დანარჩენი განმარტებები კი მოგვიანებით გაკეთდება. ამასთან, სტრასბურგის სასამართლომ დამატებითი დოკუმენტაცია მოითხოვა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასევე არის ჩანაწერი, რომ "ხელისუფლებამ თავი შეიკავოს სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან ნებისმიერი ფორმით".

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია: Strasbourg Court suspends the enforcement of the Supreme Court decision on Rustavi 2 case

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე დროებითი ზომა მიიღო | Allnews.Ge