საზოგადოება
06.11.2017 / 08:11
შრიფტის ზომა:

მოსალოდნელია თუ არა წვიმა უახლოესი დღეების განმავლობაში? - იხილეთ სინოპტიკოსების პროგნოზი

მოსალოდნელია თუ არა წვიმა უახლოესი დღეების განმავლობაში? - იხილეთ სინოპტიკოსების პროგნოზი

7–9 ნოემბერს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, – ამის შესახებ Allnews.ge-ს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

სინოპტიკოსის თქმით, 7 ნოემბერს წვიმა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოშია მოსალოდნელი, – "ხვალ დღისით, დასავლეთ საქართველოში დაფიქსირდება 17–22 გრადუსი სითბო, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია წვიმა და ჰაერი 17–22 გრადუსამდე გათბება. რაც შეეხება თბილისს, ხვალ მოსალოდნელია მცირე წვიმა და ტემპერატურა 20 გრადუსამდე სითბო", – განმარტავს სვეტლანა ნიორაძე.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

საქართველოს მასშტაბით წვიმა მოსალოდნელია 8 ნოემბერსაც, –"დასავლეთ საქართველოში 15–20 გრადუსი სითბო, აღმოსავლეთ საქართველოში კი 13–18 გრადუსი დაფიქსირდება. არამდგრადი ამინდი 9 ოქტომბრის ჩათვლის შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ისევ 15–20 გრადუსი სითბო, აღმოსავლეთ საქართველოში კი ტემპერატურა 11–16–მდე დაიკლებს. 9 ნოემბერს წვიმა აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია მოსალოდნელი,“ – აღნიშნავს სინოპტიკოსი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10 ნოემბრიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

8 მარტს ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა გაიმართება | Allnews.Ge

8 მარტს ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში ვანო მერაბიშვილის საქმის განხილვა გაიმართება

8 მარტს ევროპული სასამართლოს დიდ პალატაში, შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმის ზეპირი განხილვა გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, ვანო მერაბიშვილის ინტერესების დამცველი ოთარ კახიძე ავრცელებს.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრასბურგში მტკიცებულებათა წარდგენის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სასამართლოს მისწერა, რომ ოთარ კახიძე პარლამენტის წევრი გახდა და ადვოკატი აღარ არის.

"თეა წულუკიანმა სასამართლოს მისწერა ოთარ კახიძე პარლამენტის წევრი გახდა, ადვოკატი აღარ არის და ყველა მტკიცებულება, რომელიც წარმოგიდგინათ, დაუშვებლად სცანითო. ადვოკატთა ასოციაციის წევრობა არ არის აუცილებელი იმისათვის, რომ დაიცვა ადამიანის უფლება და წარმოადგინო განმცხადებელი სტრასბურგის სასამართლოში.

"ქართული ოცნება" პატიმრობიდან ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებას გეგმავს"

ეს იციან კვალიფიციურმა იურისტებმა, მაგრამ არ იცოდა თეა წულუკიანმა. სასამართლოს პრეზიდენტმა არ დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს მოთხოვნა, ჩემი გაგზავნილი მტკიცებულებები დაშვებულია და მე კვლავ წარმოვადგენ ვანო მერაბიშვილის ინტერესებს", - აცხადებს კახიძე.