24 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საზოგადოება
24.03.2017 / 06:03
შრიფტის ზომა:

"რუსთავი 2"-ის თანამშრომლები ლევან და გია ყარამანიშვილების შეთავაზებას უარით პასუხობენ

"რუსთავი 2"-ის თანამშრომლები ლევან და გია ყარამანიშვილების შეთავაზებას უარით პასუხობენ

ტელეკომანია "რუსთავი 2"-ის თანამშრომლები ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების შეთავაზებას, წილების 40%-ის მათთვის გადაცემაზე უარით პასუხობენ. ამის შესახებ "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომელმაც არხის თანამშრომლების საპასუხო მიმართვა გააჟღერა.

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, წილების 40%-ის ტელეკომპანიის კოლექტივისთვის გადაცემა რეალურად სურათს ვერ შეცვლის, ვინაიდან აქციათა საკონტროლო პაკეტი მაინც ძმებ ყარამანიშვილების ხელში დარჩება.

”რუსთავი 2”-ის მფლობელები ლევან და გია ყარამანიშვილები განცხადებას ავრცელებენ

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ჩვენი უარი ემყარება შემდეგ გარემოებებს: ამჟამად ყადაღის ქვეშ მყოფი "რუსთავი 2"-ის წილების 40%-ის გადმოფორმება პრაქტიკულად განუხორციელებადია. "რუსთავი 2"-ის წესდების თანახმად, წილების გამოდმოფორმებას სჭირდება ყველა მეწილის, მათ შორის 9% წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის თანხმობა, რაც არ არსებობს. შესაბამისად, წარმოდგენილი შემოთავაზება სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენს ფიქციას, რაც სამწუხაროდ როგორც ჩანს ძმებ ყარამანიშვილებს მხედველობიდან გამორჩათ.

რაც მთავარია, კომპანიის 40%-იანი წილის ფლობა, პრაქტიკულად, არ ცვლის საქმის ვითარებას, რამეთუ გადამწყვეტი ხმის უფლება ისევ რჩება "ტელეკომპანია საქართველოს", რომელიც კომპანიის საკონტროლო პაკეტს, 51%-იან წილს ფლობს. შესაბამისად, შემოთავაზება, იქიდან გამომდინარე, რომ "ტელეკომპანია საქართველოც" ძმებ ყარამანიშვილებს ეკუთვნით, შინაარსობრივი თვალსაზრისითაც ფიქტიურია, ვინაიდან კოლექტივის ტელეკომპანიის მართვაში ჩართვის ვერანაირ გარანტიას ვერ ქმნის", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის თანამშრომლები ძმებ ყარამანიშვილებს საპასუხო ინიციატივით მიმართავენ და სთავაზობენ, რომ მათ შპს "ტელეკომპანია საქართველო" გადაეცეთ, რომელიც "რუსთავი 2"-ის წილების საკონტროლო პაკეტს ფლობს. "გადმოგვეცეს საკუთრებაში შპს "ტელეკომპანია საქართველო", რაც ერთადერთი გზაა, როგორც სამართლებრივად, ისე შინაარსობრივად, კომპანიაში საქმის ვითარების რეალურად და არა ფიქტიურად შესაცვლელად. შპს "ტელეკომპანია საქართველო" არ არის დაყადაღებული.

მის გასხვისებას არ სჭირდება მესამე პირთა თანხმობა და ის ფლობს საკონტროლო პაკეტს. ამის განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს ისტორიაში პირველად, მაუწყებლის მფლობელები თავად მისი თანამშრომლები გახდებიან, მათ მიერ საამისოდ შერჩეული პირების მეშვეობით. ამგვარი ნაბიჯის გადადგმით ასევე დასრულდება არაჯანსაღი და ხშირ შემთხვევაში, სრულიად უსაფუძვლო სპეკულაციები "რუსთავი 2"-ის პარტიულ ან სხვაგვარ აფილაციებთან დაკავშირებით. ასევე, საფუძველი არ ექნება იმის მტკიცებას, რომ სარედაქციო პოლიტიკა ყალიბდება სხვა ადამიანების ჩარევით", - განაცხადა გვარამიამ, რომელმაც "რუსთავი 2"-ის თანამშრომლების მიმართვა გააჟღერა.

მკითხველის კომენტარები
(10)

ტარო
29 მარტი , 2017 07:03

მერი ძალიან საქმიანი უნდა იყოს.ელემენტარულად ტუალეტები და წყლის სოკოები მაინც გააკეთოს,უსახური ფასადები შესაღებია ქალაქის მასშტაბით,დასანომრია ქუჩები-სახლები,დასახაზია ზებრა გადასასვლელები,გასაკეთებელია უსაფრთხო ტროტუარები და ა.შ. უამრავი საქმე

tamriko
25 მარტი , 2017 10:03

elisaivili kargi meri nkneba

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ვინ შეიძლება გახდეს თბილისის მერი? | Allnews.Ge

ვინ შეიძლება გახდეს თბილისის მერი?

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მერის არჩევნები 2017 წლის ოქტომბერში ჩატარდება, თუმცა, პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი კანდიდატები ჯერ არ დაუსახელებიათ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" კანდიდატი, შესაძლოა, კახა კალაძე, ხოლო საკრებულოს დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილიც გახდეს, მაგრამ აღნიშნულ ინფორმაციას არცერთი მათგანი არ ადასტურებს.

ვინ იქნებიან თბილისის მერობის კანდიდატები და რომელმა მათგანმა შეიძლება მოიპოვოს ამომრჩევლის მხარდაჭერა?

პოლიტოლოგები პროგნოზირებენ, რომ თბილისის მერის არჩევნებში გამარჯვების რეალური შანსი დამოუკიდებელ კანდიდატს ექნება, რადგან "ქართულ ოცნებასა" და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას," ამომრჩევლის მხარდაჭერა აღარ აქვთ.

"თბილისელი ამომრჩეველი როგორც დღევანდელი, ისე წინა ხელისუფლების მოღვაწეობით უკმაყოფილოა, ასე რომ ისინი უალტერნატივოები არ არიან და ვერ ვიტყოდი, რომ ქალაქის მერი მაინცდამაინც ერთი ან მეორე პარტიის წარმომადგენელი უნდა გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ ალეკო ელისაშვილს ქალაქისთვის ძალიან ბევრი უკეთებია, ვფიქრობ, რომ მერობის ტვირთის აწევას ვერ შეძლებს, რადგან რეალურად, პოლიტიკაში სულ სხვა ტიპის მენტალიტეტი, ხასიათი, ტექნოლოგიები და თვისებებია საჭირო.

ამ ქალაქში მოიძებნებიან ადამიანები, რომელთაც ამ ამოცანის შესრულება შეუძლიათ. დღეს, თბილისში მოთხოვნადი არც "ნაციონალური მოძრაობა" და არც "ქართული ოცნებაა." მესამე არჩევანის თემა ძალიან აქტუალურად დგას, თუმცა ამომრჩეველს ეს შეიძლება ვერავინ შესთავაზოს,"-განმარტავს გია ხუხაშვილი და დასძენს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ერთმანეთს "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები დაუპირისირდებიან, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს მერობის შანსები ნაკლებად ექნება.

სოსო ცისკარიშვილის აზრით, კახა კალაძის კანდიდატურა თბილისელებისთვის მიუღებელია.

"თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე, ვფიქრობ, რომ თბილისელებისთვის მიუღებელი იქნება. ნიკა მელიას დასახელების შემთხვევაში, არამგონია, რომ ის სერიოზულ კანდიდატად განიხილებოდეს,"-განაცხადა ცისკარიშვილმა და გია ხუხაშვილის მსგავსად აღნიშნა, რომ დამოუკიდებელ კანდიდატმა შესაძლოა, უფრო დიდი მხარდაჭერა მოიპოვოს.

"არამგონია, თბილისელებს რომელიმე პარტიის მიმართ ისეთი სიყვარული გააჩნდეთ, რომ მათ მიერ დასახელებულ კანდიდატს მხარი ამის გამო დაუჭიროს. არჩევნებზე 5 კანდიდატი მაინც უნდა დასახელდეს, რომ თბილისელებმა საკუთარი სურვილი ყოველგვარი ძალდატანების გარეშე წარმოაჩინონ,"-განმარტავს პოლიტოლოგი.

ამ ეტაპზე თბილისის მერის თანამდებობას დავით ნარმანია იკავებს. ის პოსტზე 2014 წლის არჩევნების მეორე ტურის შედეგად, მას შემდეგ აირჩიეს, რაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ნიკა მელიაზე მეტი ხმა მოიპოვა.

მარიამ მენაბდიშვილი