
ახალი პარტია ყველა ატრიბუტით პოლიტიკურ ასპარეზზე 2018 წლის დასაწყისიდან გამოვა, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მანამდე აღნიშნული პოლიტიკური გუნდი ადგილობრივ არჩევნებში გეგმავს მონაწილეობას, ხოლო დაზუსტებული სახელები და გვარები, თუ ვინ იქნება მოაზრებული აღნიშნულ გუნდში, მაისის ბოლოს გახდება ცნობილი.
"ექსპერტთა კლუბში საინტერესო და საფუძვლიანი საუბარი გვქონდა. განვიხილეთ არა მხოლო ჩვენი გეგმა, არამედ ზოგადად არსებული ვითარება. დიახ, გეტყვით, რომ 2018 წლის დასაწყისიდან ახალი პარტია, თავისი ყველა ატრიბუტით გამოვა პოლიტიკურ ასპარეზზე.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მანამდე ჩვენ ადგილობრივ არჩევნებში ვგეგმავთ მონაწილეობას თბილისსა და იმ რეგიონებში, სადაც გვექნება ამის შესაძლებლობა ფორმირების პროცესში მყოფ გუნდს. გვარებსა და სახელებზე უფრო დეტალურად მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში მოგახსენებთ. მთავარი ამოცანაა პოლიტიკური ველის გაუმჯობესება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ის ექსპერტებთან შეთანხმდა, რომ შეხვედრები იქნება პერიოდულად. ამასთან, უსუფაშვილმა განმარტა, რომ დღეს მისი ვიზიტის მიზანი არ ყოფილა ექსპერტებისთვის შეეთავაზებინა მის პოლიტკურ გუნდში გაწევრიანება, თუმცა, აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივის შემთხვევაში ისიც მზაობას გამოთქვამს.
შეხვედრა დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში პოლიტოლოგებსა და დავით უსუფაშვილს შორის დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ახალი პარტია ყველა ატრიბუტით პოლიტიკურ ასპარეზზე 2018 წლის დასაწყისიდან გამოვა, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მანამდე აღნიშნული პოლიტიკური გუნდი ადგილობრივ არჩევნებში გეგმავს მონაწილეობას, ხოლო დაზუსტებული სახელები და გვარები, თუ ვინ იქნება მოაზრებული აღნიშნულ გუნდში, მაისის ბოლოს გახდება ცნობილი.
"ექსპერტთა კლუბში საინტერესო და საფუძვლიანი საუბარი გვქონდა. განვიხილეთ არა მხოლო ჩვენი გეგმა, არამედ ზოგადად არსებული ვითარება. დიახ, გეტყვით, რომ 2018 წლის დასაწყისიდან ახალი პარტია, თავისი ყველა ატრიბუტით გამოვა პოლიტიკურ ასპარეზზე.
მანამდე ჩვენ ადგილობრივ არჩევნებში ვგეგმავთ მონაწილეობას თბილისსა და იმ რეგიონებში, სადაც გვექნება ამის შესაძლებლობა ფორმირების პროცესში მყოფ გუნდს. გვარებსა და სახელებზე უფრო დეტალურად მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში მოგახსენებთ. მთავარი ამოცანაა პოლიტიკური ველის გაუმჯობესება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
მისივე თქმით, ის ექსპერტებთან შეთანხმდა, რომ შეხვედრები იქნება პერიოდულად. ამასთან, უსუფაშვილმა განმარტა, რომ დღეს მისი ვიზიტის მიზანი არ ყოფილა ექსპერტებისთვის შეეთავაზებინა მის პოლიტკურ გუნდში გაწევრიანება, თუმცა, აღნიშნა, რომ მსგავსი ინიციატივის შემთხვევაში ისიც მზაობას გამოთქვამს.
შეხვედრა დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბში პოლიტოლოგებსა და დავით უსუფაშვილს შორის დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა.
მკითხველის კომენტარები
(0)