01 სამშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საინტერესო
05.09.2017 / 08:09
შრიფტის ზომა:

საქართველოში გადაკეთებული ყველაზე იშვიათი სახელები

საქართველოში გადაკეთებული ყველაზე იშვიათი სახელები

2017 წელს სახელის შეცვლის სულ 2 676 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან თბილისში სახელის 965-მა ადამიანმა გადაირქვა.

"სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისში გადაკეთებული ყველაზე იშვიათი სახელებია აივენგი, ბიკენტი, ალდინა, ბელიკო, გარეგინი, გაჯიმურადი, გიავაზი, გლახა, გუგუნა, დუსიკო, ერვანდი, ერუში, თორუნა, ირაიდა, კნიაზი, ლოლიცა, მამულა, მელიტონი, მიტუშა, ფოთოლა, შუშუ, ბრძოლიკო, ბუდუნა, მირანგული, ნასყიდა, რიტონესი და ცქრიალა.

რაც შეეხება რეგიონებს, ქვემო ქართლში ბოლო ორი წლის განმავლობაში შეცვლილი ყველაზე იშვიათი სახელებია ნუნული, ვარდო, მაიზერი, ენგური, ღევენი, ჯემარდი, გერისო, ლაერტი და ნადელლა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

კახეთში მოქალაქეებმა ბევრი იშვიათი და ეთნიკურად არაქართული სახელი შეიცვალეს. ქართულ სახელებს შორის იყო ბალიკო, გურსულა, ენძელა, ზღაპრა, ლესტამბერი, ტურფა და ჟრუნა.

ყველაზე იშვიათი სახელები საქართველოში, რაც ახალშობილებს 2017 წელს დაარქვეს

იშვიათი სახელები და გვარები საქართველოში

საქართველოში ყველაზე გავრცელებული სახელები და გვარები

იშვიათი ჟღერადობის მქონე სახელები ხშირად შეგხვდებათ აჭარაშიც. ამიტომაც ამ რეგიონში საკმაოდ ხშირია სახელების გადარქმევის შემთხვევები. ბოლო ორი წლის განმავლობაში აჭარაში შეიცვალეს ისეთი სახელები, როგორიცაა ალი, ანგელინა, არდევანი, ბოჩია, გალობენი, ბიჭიკო, გეროი, დიდო, ვერჩქა, ზემინარი, იურიკი, ლიუტერი, რაიბული, ჯულვარსი, არველოდი, ბუხუტი, აკალი, ბედნი, ბესირე, გუგული, გული, გულფაშა, დურსუნი, ზულფიგარი, თევრათი, მეხფულე, როზმანი, სელვერი, სერპუი, ფატყუმე, ასიე, ბენიტო, ზაქია, იაგორი, ცირუ, ჰემიდე, ბორენა, ემინე, ზემლარი, ონერი და შუქრი.

გურიაში მოქალაქეებმა შეიცვალეს ისეთი ნაკლებად გავრცელებული სახელები, როგორებიცაა თუნთულა, ისლამი, მავილა, რამაზანი, რემანოზი, სირანუშა, შაველა, გაგიკა და ადიკო.

ნაკლებად გავრცელებულ სახელებს იმერეთშიც შეხვდებით, თუმცა ზოგიერთმა მოქალაქემ უკვე გადაირქვა ისეთი სახელები, როგორიცაა ანტიოფი, ფუჩქი, ბელუნი, გეგა, ერემო, ლორვანდი, კარპე, კრემლიეტა, მამამზე, პოლიკარპე, რადინიცა, შემსოდინი, წიწა და ჯიბილო.

რამდენიმე იშვიათი სახელი, რომლებიც რაჭა–ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მკვიდრებმა შეიცვალეს, ასე გამოიყურება: მატია, ნავრეზი, ნორმანი, უშბა, ქაჯანა, მორგენი და ცუცია.

იშვიათი და სპეციფიკური სახელებით, როგორც წესი, სამეგრელო ზემო–სვანეთი გამოირჩევა, ამიტომაც ბავშვობის სახელებს ახალგაზრდები აქ ხშირად იცვლიან. ბოლო ორი წლის განმავლობაში რეგიონის მცხოვრებლებმა შემდეგი იშვიათი სახელები შეიცვალეს: ბედიშა, ბურდაზი, ბუცუკი, დიდიკონა, დუნიკა, ენგიჩანი, ზარული, თაუბი, იმენდი, კიაზო, ლუდუგი, ფელექსი, ფეშქვე, ფუშუტი, ბუთხუზი, ნიგვზარი, პაჭკული და ჟუჟუ.

იშვიათი სახელების გადარქმევის მაჩვენებელი შედარებით მცირეა სამცხე–ჯავახეთში. აქ ბოლო ორი წლის მანძილზე ისეთი სახელები გადაირქვეს, როგორიცაა რიფსიმე, სარიბეკი, ვარდკესი, იუზა და წონარი.

მკითხველის კომენტარები
(3)

ალექს
24 მაისი , 2017 11:05

პოლიეთილენს მიაქვს კასპიის ზღვის გარშემო არეალი 5 ქარხანაა მწარმოებელი,ეგერ გლდანში არმატურას აკეთებს მინაბოჭკოვანს ქარხანა და სარებს და ჭიგოს ვერ გააკეთებს !?
მერე, ყოველდღე მილიონობით პოლიეთილენის ბოთლს ნაგავში ვრყით,ვწვავთ და ვანგრევთ ეკოლოგიას,მერი კი გვყავს წალკოტიდან,ერთი ბოთლი 1 კვმ ბადეა !
დელტა რა,პოლიეთილენის ბადეს ვერ მოქსოვს ,რაკეტებს თუ აკეთებს?!
მაგ ბადის საქსოვი ტექნოლოგიური ხაზი ასი ათასიც არ ღირს და ეგერ თვითმფრინავმშენებელი გააკეთებს ორ კვირაში ! ?
ეგ ბადე სამხედროებსაც სჭირდებათ !
მერე „აა პლასტი“ „თელა პლასტი“ ამის ოსტატებია ,დაავალეთ სახელმწიფო დაკვეთით,აღარ მოგიწევთ გზების გადაკეტვის გახსნა ყოველი სეტყვისას !

ალექს
24 მაისი , 2017 11:05

მთელი მსოფლიოს ვენახები და ბახჩა ბაღები პოლიეთილენის ბადეებითაა დაფარული,ჭიგოდ და სარად მინაბოჭკოვანი სვადასხვა სიგრძე დიამეტრის ღრუ და მთელტ6ანიანი ძელაკები გამოიყენება,მავთულიც კი მინაბოჭკოვანია ,ათობით წელი იმუშავებს ,აკაცია 3 წელიწადში აღარ ვარგა და ბეტონისა ათას უბედურებას იწვევს ?!
კაპიკები ღირს და რა გახდა ,გლეხი ვერ იყიდის ჰექტრობით ბადეს ერთი წლის მოსავლით,მაგრამ 2 მილიარდი რომ თხლიშეთ "აწარმოე საქართველოში", დავიჯერო არ იცოდით ,რომ ამას საქართველოც შეძლებს რომ აწარმოოს და გრძელვადიანი განვადებით მისცემს მებაღე მევენახეებს ,მერე კი დაუსეტყავავი მოსავლის მიერ მოტანილი ფულით გადაიხდის განვადებას ?!

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
• შიდა_horizont_10ambebi.ge
• შიდა_horizont_10palitravideo.ge
• შიდა_horizont_10bpn.ge
• შიდა_horizont_10ipn.ge
• შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
• შიდა_horizont_10lelo.ge
• შიდა_horizont_10msholebi.ge
• შიდა_horizont_10mkurnali.ge
• შიდა_horizont_10SS NEW
• შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ლევან დავითაშვილი - სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებულ გლეხებს არ და ვერ დაეხმარება | Allnews.Ge

ლევან დავითაშვილი - სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებულ გლეხებს არ და ვერ დაეხმარება

სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებულ გლეხებს არ და ვერ დაეხმარება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ზარალი მილიონობით ლარს აღემატება, რომლის ანაზღაურების ფუფუნება სახელმწიფო ბიუჯეტს არ აქვს. სოფლის მეურნეობის მინისტრი გლეხებს მოუწოდებს, აგროდაზღვევის სერვისით ისარგებლონ.

მისივე თქმით, სტიქიის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა შიდა ქართლი. დავითაშვილის ინფორმაციით, მთლიანად საქართველოს მასშტაბით 38 ათასი ჰექტარია დაზიანებული.

"სახელმწიფო სტიქიის შედეგად დაზარალებულ გლეხებს არ და ვერ დაეხმარება. არ უნდა იყოს ცრუ მოლოდინები, არ იქნება არანაირი კომპენსაცია. მაშინ, როდესაც აგროდაზღვევის ინსტრუმენტი მოქმედებს, ასეთი ერთჯერადი ჩარევები არასამართლიანია. ზარალი მილიონობით არის, მისი ანაზღაურების ფუფუნება ბიუჯეტს არ აქვს. საჭიროა სოფლის მეურნეობის ძირითად საშუალებებში ჩაიდოს ინვესტიციები სექტორის გასაძლიერებლად და არა ერთჯერადი დახმარებები", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად გლეხები დაზარალდნენ. ისინი ცენტრალურ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. ადგილობრივების განცხადებით, განადგურდა მოსავლის დიდი ნაწილი.

ძლიერმა სეტყვამ ლაგოდეხის რაიონის სოფლებში ვენახები და ხეხილის ბაღები გაანადგურა

გორის რაიონის რამდენიმე სოფელი სეტყვამ დააზარალა