
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობების წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აფგან მუხთარლის ადვოკატმა, ელჩინ ნამაზოვმა განუცხადა.
მისი განმარტებით, აზერბაიჯანის მთავრობის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით შევა, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ კი სარჩელი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-18 (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მუხლების დარღვევასთან მიმართებაში მომზადდება.
როგორც ელჩინ ნამაზოვმა აღნიშნა, დღეს ბაქოს სააპელაციო სასამართლოში აპელაციას შეიტანენ და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართავენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფგან მუხთარლის განცხადებით, "მისი გატაცება საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების ერთობლივი მუშაობის შედეგია, რაზეც პასუხი ერთობლივად უნდა აგონ".
აფგან მუხთარლის გუშინ, ბაქოს სასამართლომ 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს მთავრობების წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აფგან მუხთარლის ადვოკატმა, ელჩინ ნამაზოვმა განუცხადა.
მისი განმარტებით, აზერბაიჯანის მთავრობის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-5 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით შევა, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ კი სარჩელი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-18 (უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები) მუხლების დარღვევასთან მიმართებაში მომზადდება.
როგორც ელჩინ ნამაზოვმა აღნიშნა, დღეს ბაქოს სააპელაციო სასამართლოში აპელაციას შეიტანენ და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართავენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფგან მუხთარლის განცხადებით, "მისი გატაცება საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობების ერთობლივი მუშაობის შედეგია, რაზეც პასუხი ერთობლივად უნდა აგონ".
აფგან მუხთარლის გუშინ, ბაქოს სასამართლომ 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
მკითხველის კომენტარები
(1)
ერთი კითხეთ მაგ ჟურნალისტს და მის მეუღლეს რაც საქარტველოში ცხოვრობენ ქართთული თუ ისწავლეს?ან რა პრეტენზიებითაა მაგის ცოლი? სადაც კარგად ეცხოვრებათ იქ მიბრძანდნენ ძალიანაც ნუ გამიადებინებთ თავს/. საუთარი თავი გაგვჭირვებია / ამ ვაი და უთქვენს თავს ნაცჯოგო საკუთარი მკვდარი ბერ დაგიტირიათ და რა ღავპირს იგლეჯავთ მაგათ დაცვაში? მაგრამ თქვენზეა ნათქვამი ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო.