05 შაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
02.06.2017 / 10:06
შრიფტის ზომა:

ანატოლი ბიბილოვი - სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა შესაძლოა გადაიდოს

სამხრეთ ოსეთი უარს არ ამბობს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლაზე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება შესაძლოა გადაიდოს, - განაცხადა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

"არავინ უარყოფს სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმის ჩატარების იდეას. სამხრეთ ოსეთის ხალხს ეს სურს და ადრე თუ გვიან, აქამდე მივალთ. ამას ვერ გავექცევით", - განაცხადა ბიბილოვმა.

ამავდროულად მან აღნიშნა, რომ "სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციის გარეშე ეს შეუძლებელი იქნება".

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ვიდრე კონსულტაციებს არ გავმართავთ და არ განვსაზღვრავთ ჩვენი მომავლის "საგზაო რუკას", რა თქმა უნდა, რთული იქნება რაიმე ნაბიჯის გადადგმა", - აღნიშნა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიისას ანატოლი ბიბილოვი ინიციატივით გამოვიდა, რომ 2017 წლის ბოლომდე რეფერენდუმს ჩაატარებდა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე.

მკითხველის კომენტარები
(1)

რამაზი
02 ივნისი , 2017 13:06

ვინ გიშლით ბატონო ქართული მიწიდან წადით ვისაც საქართველო არ გინდათ და თუ გნებავთ [ავსტრალიას] შეუერთდით

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ანატოლი ბიბილოვი - სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა შესაძლოა გადაიდოს | Allnews.Ge