29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
11.06.2017 / 09:06
შრიფტის ზომა:

კახა კალაძე "ბირჟა მაფიას" წევრების დაკავებაზე - ეს ყველაფერი წარსულში უნდა დარჩეს

ვიცე- პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის განცხადებით, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა რადიკალურად შესაცვლელია. კახა კალაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომლითაც თბილისში გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება.

"მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს აღნიშნული რეფორმის დაჩქარება სთხოვა. რაც შეეხება, კონკრეტულად მომხდარ ფაქტს, თითოეული ჩვენგანისთვის მიუღებელია, როდესაც ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლის მხრიდან თუნდაც ეჭვის დონეზე ვუშვებთ ნარკოტიკის "ჩადების" შესაძლებობას. ეს ყველაფერი წარსულში უნდა დარჩეს და დარწმუნებული ვარ, წარსულში დარჩება, როცა მოხდება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია და პოლიციის რეფორმის ბოლომდე მიყვანა, რომელიც დაწყებულია", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოება სამართალდამცველებისგან პირველ რიგში ელოდება დახმარებას და სიმართლის დაცვას.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"ამიტომ არც ერთი კონკრეტული შემთხვევა არ რჩება ჩვენი ხელისუფლების, უწყების ხელმძღვანელობის ყურადღების მიღმა. სრულიად დაუშვებელია, რომ რომელიმე მათგანის რაიმე სახის გადაცდომამ ჩირქი მოსცხოს ჩვენს პოლიციელებს, ადამიანებს, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად დგანან ქვეყნის სადარაჯოზე. ამ ეტაპზე მინდა გითხრათ, რომ მიმდინარეობს შიდა მოკვლევა. სტრუქტურის ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს, რომ თუკი ვინმე არის დამნაშავე, ან ვინმეს აქვს გადაცდომა ჩადენილი ამ კონკრეტულ ეპიზოდში, ყველა ადეკვატურად დაისაჯოს", - განაცხადა კალაძემ.

სამართალდამცველებმა ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ბრალდებით ჯგუფ ბირჟა მაფიას ორი წევრი დააკავეს. მათ გუშინ საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დღეს თბილისსა და ბათუმში დაკავებულების მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

მკითხველის კომენტარები
(2)

ვასო
12 ივნისი , 2017 06:06

რომელ ნარკომანებზე ლაპარაკობ???<br />შემოწმების \შედეგად ეგ ბიჭები სუფთები იყვნენ.

დავითი
11 ივნისი , 2017 09:06

მალე ნარკომომხმარებელნი საქართველოში ყველაზე აქტიური და მრავალრიცხოვანი ამომრჩევლები იქნებიან, პოლიციას კი საერთოდ ,,დააჩმორებენ", აბა წინ გასწით მედროვეებო კალაძის თამადობით ნარკომანების გულის მოსაგებად, მერე თქვენი შვილები რომ იმავე ჭაობში ჩაიძირებიან რაშიც თვენ ყიყინებთ გვიან იქნება.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

კახა კალაძე "ბირჟა მაფიას" წევრების დაკავებაზე - ეს ყველაფერი წარსულში უნდა დარჩეს | Allnews.Ge