22 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
14.06.2017 / 13:06
შრიფტის ზომა:

სოზარ სუბარი - სააკაშვილმა დამირეკა, ასტრალში იყო გასული, მიყვიროდა

სანდრო გირგვლიანის საქმეზე ჩემს მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების გამო მიხეილ სააკაშვილმა დამირეკა, ასტრალში იყო გასული, მიყვიროდა, - ამის შესახებ ყოფილმა სახალხო დამცველმა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა სანდრო გირგვლიანის საქმის სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი.

სუბარის განცხადებით, მას პირდაპირი კონტაქტი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც მოუწოდებდა, რომ საჯაროდ გირგვლიანის საქმეზე კრიტიკული განცხადებები არ გაეკეთებინა.

როგორც სუბარმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ 2 საათში, იმ მაღალჩინოსნებმა, რომლებიც საქმეში ფიგურირებდნენ, თანამდებობები დატოვეს. მათ შორის, ახალაიამ და სანოძემ. თუმცა, მისივე განცხადებით, ამის შემდეგ დათა ახალაია პრაქტიკულად არაფორმალურად მართავდა კუდ-ს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"სანდრო გირგვლიანის საქმეზე ჩემს მიერ გაკეთებული კრიტიკული განცხადებების გამო, მიხეილ სააკაშვილმა დამირეკა, ასტრალში იყო გასული, მიყვიროდა. მე გავუთიშე ტელეფონი და შემდეგ ჩემი მძღოლის ტელეფონზე დამირეკა.

სააკაშვილმა შენიშვნა მომცა, თუ რას ვლაპარაკობდი, ჩვენ პარაგვაი ხომ არ ვართო.

ამ საუბრის შემდეგ დაახლოებით 2 საათში გაიმართა ბრიფინგი, სადაც თავისი ნებით გადადგნენ ახალაია, სანოძე და ა. შ. თუმცა, ამის შემდეგ დათა ახალაია პრაქტიკულად არაფორმალურად დაინიშნა კუდის ხელმძღვანელად", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პროკურატურა სანდრო გირგვლიანის საქმეზე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სდებს ბრალს. სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 232-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უკვე დაიკითხნენ ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი, ასევე შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ელენე თევდორაძე. სულ საქმეზე ათზე მეტი მოწმეა დაკითხული. სასამართლო პროცესს მოსამართლე გიორგი არევაძე უძღვება.

მკითხველის კომენტარები
(1)

ფაქტობრივად
14 ივნისი , 2017 14:06

სანდრო გირგვლიანის გარდა, მიშას ახირებამ შეიწირა თითქმის მთელი ოჯახი: სანდროს მამიდა, ბაბუა, ცხონებული ირინა ენუქიძე... სად წაუვა ამ უმძიმეს ცოდვას თავაღერილი მავნებელი?

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სოზარ სუბარი - სააკაშვილმა დამირეკა, ასტრალში იყო გასული, მიყვიროდა | Allnews.Ge