29 შაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
15.06.2017 / 08:06
შრიფტის ზომა:

სორაია პოსტი - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, აფგან მუხთარლის საქმეზე ჩაატაროს სრულყოფილი გამოძიება

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, აფგან მუხთარლის საქმეზე ჩაატაროს სწრაფი და სრულყოფილი გამოძიება, ხოლო აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, აფგან მუხთარლის მოუხსნან ყველა ბრალდება და გაათავისუფლონ, - ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა სორაია პოსტმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომელზეც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავენ.

"საქართველოს ტერიტორიიდან გაიტაცეს აფგან მუხთარლი. გატაცების მეორე დღეს აღმოჩნდა ბაქოში. ევროკავშირს აზერბაიჯანთან ფართო ურთიერთობები აქვს და სურს ამ ურთიერთობების გაღრმავება, მაგრამ ნათლად უნდა განვაცხადოთ შემდეგი, რომ სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა მიუღებელია. მე ვთხოვ, ევროკომისარ იოჰანეს ჰანს, რომელიც ვიზიტად შემდეგ ოთხშაბათს ეწვევა ბაქოს, აღნიშნული შეშფოთება დააფიქსიროს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საქართველოს, ჩაატაროს სწრაფი და სრულყოფილი გამოძიება, ხოლო აზერბაიჯანის ხელისუფლებას მოვუწოდებთ, აფგან მუხთარლის მოუხსნან ყველა ბრალდება და გაათავისუფლონ", - განაცხადა პოსტმა.

ევროპარლამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით მსჯელობს. აღნიშნული თემის განხილვა ევროპარლამენტში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ევროპარლამენტი აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტსაც უყრის კენჭს, თუმცა იქამდე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავების თემაზე ევროპარლამენტის 17 წევრის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი.

რაც შეეხება უშუალოდ რეზოლუციას, პროექტის სახელწოდებაა "მუხთარლის საქმე და აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობა" და მასში "ევროპარლამენტი გამოთქვამს სერიოზულ აღშფოთებას აფგან მუხთარლის საქართველოში შესაძლო გატაცებასთან და აზერბაიჯანში მის უკანონო გადაყვანასთან დაკავშირებით" და აღნიშნულს "საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად" მიიჩნევს.

მკითხველის კომენტარები
(2)

??
15 ივნისი , 2017 11:06

რა შეგვჭამეთ გული ამ თათრით? თავიაანთ ქვეყანაში არ დაედგომებათ დაძრწიან ,და სხვასაც ურევენ/ აბა კითხეთ რაც აქ ეყარნენ ქართული ისწავლეს?

ირინა
15 ივნისი , 2017 11:06

ეს რა შავდღეში ვართ? ყველა ნაგავი აღშფოთებითა და შეშფოთებით როგორ უნდა გვააშინებდეს? რა უბედურებაა? საკუთარი აღარაფერი გაგვაჩნია თუ რაა? ღნერთმ ა დასწყევლოს ასეთი ევროპაც და მათთან ყოფნაც.გასკდა გული ხალხი არა ხართ?წაეთრიეთ ვისაც ევროპა დაამნაირი კაპასი ხალხის შეშფოთებბა გაწუხებთ და დაგვტოვეთ ჩვენ. ჩვენ ლამაზ ქვეყანაში /აქ რომ აღარ აარროლებთ ქვეყანაც დაისვენებს თქვენგან.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

სორაია პოსტი - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, აფგან მუხთარლის საქმეზე ჩაატაროს სრულყოფილი გამოძიება | Allnews.Ge