
ცინცაძე-კარტოზიას ქუჩების გადაკვეთაზე ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის ფარგლებში, კომპანია "ყაზტრანსგაზ-თბილისმა" სარეკონსტრუქციო სამუშაოები განახორციელა და გაზგამანაწილებელი ქსელი სრულად შეცვალა.
როგორც "ყაზტრანგაზ-თბილისიდან" გვაცნობეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დროისთვის უკვე დასრულებულია და კომპანია ახალ ქსელზე გადართვის სამუშაოებს ახორციელებს.
კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით, 5 ნოემბერს, 09:00 საათიდან დროებით მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, კომერციულ და სახელმწიფო ობიექტებს გაზმომარაგება შეეზღუდება. კერძოდ, საირმის გორის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, საირმის 16 ნომერში მდებარე ობიექტებს; შევარდენიძის ქ., ასათიანის ქ, ზაქარიაძის, კარტოზიას ქ., თამარაშვილის ქ. 13, ყაზბეგის გამზ. 18, 20, 25, საბურთალოს 57კ, 59კ, 61კ, 63კ, 65კ, 67კ, ვ.ფშაველას გამზირს - 37, 39; ვ.ფშაველას ჩიხსა და შესახვევს, შალვა ნუცუბიძის ქ. 1-დან 57-ის ჩათვლით; დელისის ქუჩის დასაწყისს, დელისის III ქუჩა, ნადარეიშვილის ქ. 8ა, ზემო-ვეძისის, ჩიქოვანის, მეგრელაძის ქუჩების კერძო სექტორის ნაწილს, რესპუბლიკურ საავადმყოფოს, სამედიცინო უნივერსიტეტს, "ავერსის კლინიკას", დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრსა და სხვა ობიექტებს.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით, გაზმომარაგების ეტაპობრივი აღდგენა 5 ნოემბერს, 14:00 საათიდან დაიწყება და 19:00 საათამდე დასრულდება.
"ყველა მომხმარებელი, რომელსაც შეეხება გაზმომარაგების შეზღუდვა და ამავდროულად, სარგებლობს შესაბამისი მომსახურებით, ინფორმირებულია მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით. დამატებითი შეკითხვებისთვის დაგვიკავშირდით 24 საათის განმავლობაში - 2404004.
კომპანია "ყაზტრანსგაზ - თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები. დედაქალაქის გაზმომარაგების ქსელზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგების მიზნით ხორციელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის შენობაში სროლა იყო. როგორც "Абхазия-Информ"-ი იუწყება, სროლა "საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტის ინვალიდთა ფონდის თავმჯდომარის კაბინეტში მოხდა".
ფონდის თანამშრომლების თქმით, სროლა "1992-1993 წლის აფხაზეთის ხალხის სამამულო ომის ინვალიდთა ფონდის თავმჯდომარის, ბადრი აღრბას კაბინეტში, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე მოხდა".
პირის ვინაობა, რომელმაც გასროლა განახორციელა, დგინდება. დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
მკითხველის კომენტარები
(0)