საზოგადოება
06.11.2016 / 08:11
შრიფტის ზომა:

დამამძიმებელ გარემოებაში მოკლულის მეუღლე დედა-შვილს შორის არსებულ კონფლიქტზე საუბრობს

დამამძიმებელ გარემოებაში მოკლულის მეუღლე დედა-შვილს შორის არსებულ კონფლიქტზე საუბრობს

დამამძიმებელ გარემოებაში მოკლული 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის მეუღლის ომარ ყოჩიაშვილის განცხადებით, დედა-შვილს შორის უთანხმოება ძირითადად ვარცხნილობასა და ჩაცმის სტილზე იყო. ომარ ყოჩიაშვილი აცხადებს, რომ შვილთან "თბილი მამა-შვილური ურთიერთობა" ჰქონდა.

"უთანხმოება იყო ვარცხნილობასთან დაკავშირებით, ჩაცმის სტილზე, სხვა ისეთი არაფერი ყოფილა. ეს ხდებოდა მაშინ, როცა ის შესაფერისად არ იცვამდა. მისი პოზიცია იყო, ტყუილად ნუ მელაპარაკები, მაინც არ გისმენო", - განაცხადა ომარ ყოჩიაშვილმა.

კითხვაზე, იცნობს თუ არ მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ დანარჩენ პირებს, ომარ ყოჩიაშვილი აცხადებს, რომ მათ არ იცნობს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"მე სამსახურში ვიყავი როცა ეს მოხდა. როდესაც მოვედი სახლში და ჩემი მეუღლე არ დამხვდა, განვაცხადე პოლიციაში. ვერც წარმომედგინა ეს თუ მოხდებოდა", - განაცხადა ყოჩიაშვილმა.

"ხვალ არის სასამართლო პროცესი და გავიგებ ყველაფერს. სახელიც არც გამიგია იმ მეგობრების ვინც მიიღო ამ საშინელებაში მონაწილეობა", - განაცხადა მოკლულის მეუღლემ.

შსს-მ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა.

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ–სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1997 წელს დაბადებული ირმა ყ., 1993 წელს დაბადებული ბექა შ. და 1999 წელს დაბადებული ნინა ჩ. დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის, ხოლო 1994 წელს დაბადებული ავთანდილ ა. და 1993 წელს დაბადებული დათა კ. - ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილს: ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა - 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ - გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყ.-ს ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს.

იმავე საღამოს, დაბინდების შემდგომ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს", - აღნიშნეს შსს-ში.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ზაალ უდუმაშვილის თქმით, მერობის შემთხვევაში მისი პირველი ამოცანა "სითი პარკის" პრობლემის გადაჭრა იქნება | Allnews.Ge

ზაალ უდუმაშვილის თქმით, მერობის შემთხვევაში მისი პირველი ამოცანა "სითი პარკის" პრობლემის გადაჭრა იქნება

ჩემი თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში, ერთ-ერთი პირველი საკითხი "სითი პარკის" ამ ქალაქიდან მოშორება იქნება, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

უდუმაშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლების შეცდომა იყო, რომ "სითი პარკს" 2025 წლამდე კაბალური ხელშეკრულება გაუფორმა. მისი თქმით, კომპანია ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, რის გამოც თბილისის მერიამ მასთან გაფორმებული ხელშეკრულება დროულად უნდა შეწყვიტოს.

ზაალ უდუმაშვილი ასევე საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებს თბილისის მოქმედ მერს დავით ნარმანიას და აღნიშნავს, რომ ნარმანიას ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება სწორედ "სითი პარკთან" დადებული ხელშეკრულების გაუქმება იყო, თუმცა ეს დაპირება არ შესრულებულა. მისი თქმით, დედაქალაქის მთავრობა ისევე კომფორტულად აგრძელებს "სითი პარკთან" თანამშრომლობას, როგორც მათი წინამორბედები.

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მისი არჩევის შემთხვევაში მოხდება ინვესტორის მოძიება, რომელიც ქალაქში საპარკინგე ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს, ხოლო საჯარიმო სანქციებს არა რიგითი მოქალაქეები, არამედ თავად ინვესტორი გადაიხდის, რომელიც თბილისის მასშტაბით შეღავათიანი პირობებით გააგრძელებს ოპერირებას.

"ყოველდღიურად ათეულობით თბილისელის მანქანა გადმოჰყავთ "სითი პარკის" საჯარიმოზე არასწორი პარკირებისთვის, თუმცა არავინ სცემს პასუხს თუ როგორ უნდა დაპარკინგდე ქალაქში, სადაც არც ერთი პარკირება არ არსებობს. იმის ნაცვლად, რომ ამ კომპანიას დედაქალქში საპარკინგე ინფრასტრუქტურა მოეწესრიგებინა, შემოვიდა მხოლოდ ერთი ფუნჯით და საღებავით და უბრალოდ დახაზა ქუჩები. ამის შემდეგ კი ის თბილისელებისგან იღებს მილიონობით ბეგარას.

ვფიქრობ, ძალიან დიდი შეცდომა იყო წინა ხელისუფლების, რომელმაც ასეთი კაბალური ხელშეკრულება გაუფორმა "სითი პარკს" 2025 წლამდე, ხოლო მოქმედმა ხელისუფლებამ კომფორტულად გადაიბარა ურთიერთობა ამ კომპანიასთან და ისიც გააკეთა, რომ თბილისელებს გაუზარდა გადასახადი. ჩემი თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი საკითხი "სითი პარკის" ამ ქალაქიდან ჩამოშორება იქნება. მოვნახავ ინვესტორს, რომელიც ვალდებული იქნება მოაწესრიგოს საპარკინგე ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება მრავალმილიონიან საჯარიმო სანქციებს, გადაიხდის თავად ინვესტორი და არა რიგითი მოქალაქეები. სამაგიეროდ, ინვესტორს შევთავაზებთ შეღავათიან პირობებს", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

თბილისის მერობის კანდიდატმა ასევე ყურადღება გაამახვილა, შემოვლითი რკინიგზის პროექტთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში, პროექტი, რომელიც ამ დროისთვის შეჩერებულია, აუცილებლად აღდგება. მისივე განცხადებით, შემოვლითი რკინიგზა ქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, ამავდროულად მოხსნის მილიობით მოქალაქის პრობლემას საცობებთან დაკავშირებით.