
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისადმი სამი ძირითადი შეთავაზება აქვს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, პარტიის შეთავაზები რჩება იგივე, რაც თავდაპირველად იყო და რასაც ვენეციის კომისია იზიარებს.
"ჩვენი შეთავაზება ხელსუფლებისადმი არის იგივე, რაც იყო მაშინ, როცა დავიწყეთ კონსტიტუციის ახალ პროექტზე საუბარი. გვაქვს იგივე პუნქტები და მოთხოვნები, რაც ასევე არის გაზიარებული ვენეციის კომისიის მიერ. პირველ რიგში - ეს შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ანუ პარლამენტის ფორმირების წესს. ძალიან დიდი ხანია საერთაშორისო ორგანიზაციები ურჩევენ საქართველოს, რომ გადავიდეს პარლამენტი სრულად პროპორციული არჩევის წესზე და მე ვფიქრობ, დროა პარლამენტი დავაკომპლექტოთ პროპორციულად არჩეული დეპუტატებით.
ვერ ვხედავ ვერანაირ ლოგიკას, თუ რატომ უნდა გადავადდეს ეს საკითხი რეალურად 7 წლით. ამასთან ერთად, ჩვენ ვაგრძელებთ იმის მოთხოვნას, რომ მანდატების გადანაწილება მოხდეს პროპორციულად ყველა სუბიექტზე, ვინც გადალახავს ბარიერს. ეს არის ერთადერთი სწორი და სამართლიანი მიდგომა ამ საკითხისადმი.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მესამე საკითხი, რომელიც ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს. ქვეყნის მოსახლეობის 93% მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს უნდა ირჩევდეს პირდაპირ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას. გარდა ჩვენი მოქალაქეების სურვილისა, მიგვაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომ მომავალში გვქონდეს დამატებითი ბერკეტები ხელისუფლების შიგნით ინსტიტუციების მიერ ურთიერთდაბალანსების და გაკონტროლების", - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
კითხვაზე, გეგმავს თუ არა პარტია წერილობით მიმართვას კომისიისადმი, სამადაშვილმა უპასუხა, რომ "კობახიძემ ძალიან კარგად იცის, რა მოთხოვნები ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობას".
"ჩვენი მოთხოვნები არ შეცვლილა გასული თვეების მანძილზე, თავის მოკატუნება, რომ რეალურად აპირებს დიალოგში ჩაბმას და ჩვენგან ელოდება შეთავაზებას, ეს არის ძალიან დიდი სისულელე. ბურთი რეალურად ხელისუფლების მოედანზეა და ეს უთხრა მათ რეალურად ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ, რომ ერთი პარტიის მიერ მიღებული კონსტიტუცია არ იქნება ლეგიტიმური.
ოპოზიციის და ჩვენი პარტიის მოთხოვნები ხელისუფლებისთვის დიდი ხანია ცნობილია. მოთხოვნები ცნობილია და თუ რაღაც კონკრეტული პასუხი აქვთ ამ მოთხოვნებზე, დროა ეს პასუხები გააჟღერონ, ან თქვან, რომ არც ვენეციის კომისიის დასკვნა აინტერესებთ, არც პოლიტიკური ოპოზიციის, არც არასამთავრობო ორგანიზაციის და არც ქართველი ხალხის. ანუ იღებენ ისეთ კონსტიტუციას, რომელიც აწყობს "ქართულ ოცნებას" თავისი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, რომ 2020 წელს როგორმე ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას", - აღნიშნა სამადაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლება ელოდება ოპოზიციის შეთავაზებებს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისადმი სამი ძირითადი შეთავაზება აქვს. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, პარტიის შეთავაზები რჩება იგივე, რაც თავდაპირველად იყო და რასაც ვენეციის კომისია იზიარებს.
"ჩვენი შეთავაზება ხელსუფლებისადმი არის იგივე, რაც იყო მაშინ, როცა დავიწყეთ კონსტიტუციის ახალ პროექტზე საუბარი. გვაქვს იგივე პუნქტები და მოთხოვნები, რაც ასევე არის გაზიარებული ვენეციის კომისიის მიერ. პირველ რიგში - ეს შეეხება საპარლამენტო არჩევნებს, ანუ პარლამენტის ფორმირების წესს. ძალიან დიდი ხანია საერთაშორისო ორგანიზაციები ურჩევენ საქართველოს, რომ გადავიდეს პარლამენტი სრულად პროპორციული არჩევის წესზე და მე ვფიქრობ, დროა პარლამენტი დავაკომპლექტოთ პროპორციულად არჩეული დეპუტატებით.
ვერ ვხედავ ვერანაირ ლოგიკას, თუ რატომ უნდა გადავადდეს ეს საკითხი რეალურად 7 წლით. ამასთან ერთად, ჩვენ ვაგრძელებთ იმის მოთხოვნას, რომ მანდატების გადანაწილება მოხდეს პროპორციულად ყველა სუბიექტზე, ვინც გადალახავს ბარიერს. ეს არის ერთადერთი სწორი და სამართლიანი მიდგომა ამ საკითხისადმი.
მესამე საკითხი, რომელიც ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, შეეხება პრეზიდენტის არჩევის წესს. ქვეყნის მოსახლეობის 93% მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს უნდა ირჩევდეს პირდაპირ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას. გარდა ჩვენი მოქალაქეების სურვილისა, მიგვაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომ მომავალში გვქონდეს დამატებითი ბერკეტები ხელისუფლების შიგნით ინსტიტუციების მიერ ურთიერთდაბალანსების და გაკონტროლების", - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
კითხვაზე, გეგმავს თუ არა პარტია წერილობით მიმართვას კომისიისადმი, სამადაშვილმა უპასუხა, რომ "კობახიძემ ძალიან კარგად იცის, რა მოთხოვნები ჰქონდა "ნაციონალურ მოძრაობას".
"ჩვენი მოთხოვნები არ შეცვლილა გასული თვეების მანძილზე, თავის მოკატუნება, რომ რეალურად აპირებს დიალოგში ჩაბმას და ჩვენგან ელოდება შეთავაზებას, ეს არის ძალიან დიდი სისულელე. ბურთი რეალურად ხელისუფლების მოედანზეა და ეს უთხრა მათ რეალურად ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ, რომ ერთი პარტიის მიერ მიღებული კონსტიტუცია არ იქნება ლეგიტიმური.
ოპოზიციის და ჩვენი პარტიის მოთხოვნები ხელისუფლებისთვის დიდი ხანია ცნობილია. მოთხოვნები ცნობილია და თუ რაღაც კონკრეტული პასუხი აქვთ ამ მოთხოვნებზე, დროა ეს პასუხები გააჟღერონ, ან თქვან, რომ არც ვენეციის კომისიის დასკვნა აინტერესებთ, არც პოლიტიკური ოპოზიციის, არც არასამთავრობო ორგანიზაციის და არც ქართველი ხალხის. ანუ იღებენ ისეთ კონსტიტუციას, რომელიც აწყობს "ქართულ ოცნებას" თავისი პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, რომ 2020 წელს როგორმე ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას", - აღნიშნა სამადაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის და საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლება ელოდება ოპოზიციის შეთავაზებებს.
მკითხველის კომენტარები
(2)
1.ხელისუფლება ვალდებულია გაამდიდროს ერი,თუ გააღარიბა, სამშობლოს ღალატის მუხლით აგებს პასუხს !<br />2.ერს რეფერენდუმით შეუძლია ვადამდე გაიწვიოს ხელისუფლება ან მისი რომელიმე შტო.ან ცაკეული თაბნამდებობის პირები !<br />3.რეფერენდუმის მოწვევა შეუძლია 250 ათასი ამომრჩევლის იდენტიფიცირებულ ხელმოწერას,მათ შორის ელექტრონული საშუალებებით ,რეფერენდუმის ჩასატარებელ თანხებს გამოყოფს ხელისუფლება ,წინააღმდეგ შემთხვევაში ერი უფლებამოსილია შეაგროვოს მოსახლეობაში ფული და ჩაატაროს რიგგარეშე არჩევნებიც,და მოსახლეობის აღწერაც ,ამომრჩევლისაც ! <br />4.ერს უფლება აქვს შექმნას ხელისუფლების მიერ ჩატარებული მოსახლეობის აღწერის და ამომრჩეველთა სიის დადგენის ყველა პროცესის სარევიზიო საყოველთაო სახალხო კომისია რეფერენდუმით !
1.ორზე მეტად სიცოცხლეში ვერავინ აირჩევა დეპუტატად ,8 წელზე მეტი ვადით მთავრობის წევრი ვერავინ იქნება !<br />2.პარტია ნაცვალი პირი და სახელნაცვალი პარტია ,ამ ცვლილებიდან 8 წელი კენჭს ვერ იყრის !