
ისლანდიაში თავშესაფრის მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ ქართველ აპლიკანტებს ქვეყანას დაატოვებინებენ და მათ 2 წლის განმავლობაში შენგენის ზონაში შესვლა აეკრძალებათ, - ამის შესახებ ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის განახლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელსაც ისლანდიის რესპუბლიკასა და დანიის სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გიგი გიგიაძე ავრცელებს.
როგორც ელჩმა აღნიშნა, საიმიგრაციო სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში დეტალური განმარტებებია მათთვის, ვინც უკვე მიმართა ან მომავალში აპირებს მიმართოს ისლანდიას თავშესაფრის მისაღებად.
"ვინაიდან საქართველო უსაფრთხო ქვეყნების დირექტორატის საემიგრაციო სიაშია, საიმიგრაციო დირექტორატის აზრით, ვითარება ზოგადად უსაფრთხოა და ხელისუფლებას შეუძლია შესთავაზოს მოქალაქეებს საკმარისი დაცვა. საქართველოს მოქალაქეებს, შესაბამისად არ სჭირდებათ საერთაშორისო მფარველობა(დაცვა).
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ისლანდია აღარ დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ
საიმიგრაციო სამსახურში შესული განაცხადები განიხილება პრიორიტეტული პროცედურებით და უარყოფილი იქნება რამდენიმე დღეში.
უარყოფილ აპლიკანტებს ქვეყანას დაატოვებინებენ და მათ 2 წლის განმავლობაში აეკრძალებათ შენგენის ზონაში შესვლა. აპლიკანტები პოლიციის მიერ რეგისტრირებულნი არიან, დაკითხული საიმიგრაციო დირექტორატის მიერ და მიიღებენ ისლანდიის წითელი ჯვრის კანონიერ დახმარებას.
19 ივლისს გამოქვეყნდა ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შესახებ. გამომდინარე აქედან, ისლანდია აღარ დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ და ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში მათ სამშობლოში დააბრუნებს", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თბილისის მთავარი გამოწვევაა ის, რომ ქალაქს არ ჰყავს პატრონი, ისევე, როგორც გუდიაშვილის მოედანს, - ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ელისაშვილმა გუდიაშვილის მოედანზე ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მან ამომრჩეველს საკუთარი თავი მერობის კანდიდატად წარუდგინა.
ელისაშვილის თქმით, ის ხალხისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება და დედაქალქის სასიკეთოდ ყველაფერს გააკეთებს. "ჩემი მთავარი სათქმელია ის, რომ ვიცი რთულია, მაგრამ ხალხთან ერთად მზად ვარ ვუპატრონო თბილისს. ამ დრომდე მე მხოლოდ ხალხზე ვიყავი დამოკიდებული, რადგან ვიყავი დამოუკიდებელი დეპუტატი და ასეთად დავრჩები - მე და ხალხს არ გვეყოლება შუამავლები და ყველასთვის ხელმისაწვდომი ვიქნები. როგორც აქამდე შეეძლოთ, ქუჩაში გავეჩერებინე და რამე შემოეჩივლათ, გამარჯვების შემდეგაც ასევე ხელმისაწვდომი ვიქნები ყველასთვის", - განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.
ის წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს და აცხადებს, რომ არის ნიშნები, რომლის მიხედვითაც ბინძური წინასაარჩევნო კამპანია იქნება. "უკვე ისეთი ნიშნებია, რომ ბინძური წინასაარჩევნო კამპანია იქნება, მაგრამ მე მზად ვარ ნებისმიერი სისაძაგლე ავიტანო. შეცდომები მაქვს დაშვებული, მაგრამ არა ისეთი, რომ ხალხისთვის თვალის გასწორება მრცხვენოდეს", - განაცხადა ელისაშვილმა.
მკითხველის კომენტარები
(1)
რას ერჩიან ამ გოგოს? ხელიდან წასული რომ არ არის?