
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი დღეს, ოთხი დეპუტატისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს განიხილავს.
კომიტეტი დღევანდელ სხდომაზე გიორგი კვირიკაშვილისთვის, კახა კალაძისთვის, გიორგი გახარიასა და სანდრა რულოვსისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს და დასკვნას გადაწყვეტილების მისაღებად, პარლამენტს წარუდგენს.
გიორგი კვირიკაშვილის, კახა კალაძისა და გიორგი გახარიასთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტის საფუძველია ის, რომ მათ აღმასრულებელ ხელისუფლებაში პარლამენტის წევრობასთან შეუთავსებელი თანამდებობა დაიკავეს. რაც შეეხება სანდრა რულოვსს, მან საკუთარი სურვილით თქვა უარი, შესულიყო მე-9 მოწვევის პარლამენტში.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პარლამენტში გიორგი კვირიკაშვილის, კახა კალაძისა და გიორგი გახარიას ადგილმონაცვლე "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში გუგული მაღრაძე, დავით მათიკაშვილი და გიორგი ხატიძე არიან. სანდრა რულოვსს კი გიორგი ღვინიაშვილი ჩაანაცვლებს.
ადგილმონაცვლეების უფლებამოსილების ცნობის საკითხზე პარლამენტი მოგვიანებით, მას შემდეგ იმსჯელებს, რაც ზემოთ აღნიშნულ დეპუტატებს პარლამენტის წევრის სტატუსი შეუწყდებათ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის სამხედრო ბაზაზე განლაგებული დანაყოფები ფართომასშტაბიან წვრთნებს გადიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხრეთ სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.
სამხრეთ სამხედრო ოლქის სარდლობის ინფორმაციით, სამხედრო წვრთმებში 16 ათასი სამხედრო და შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის 4 ათასი ერთეულია ჩართული.
სამხედრო ოლქის პრესსამსახურში ასევე აღნიშნეს, რომ ოფიცრები პრაქტიკაში შეისწავლიან დანაყოფების საომარი მზაობის გაუმჯობესების პერსპექტიულ მიმართულებებს ახალი დირექტივების გათვალისწინებით.
მკითხველის კომენტარები
(0)