
"პატრიოტთა ალიანსის" ანალიტიკური სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი ლატარია ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომიას მოტყუებით გატაცებაში, ცემაში, მუქარასა და წამებაში ადანაშაულებს.
ირაკლი ლატარიამ დღეს ჟურნალისტებს გასული წლის ოქტომბერში მომხდარი ფაქტის შესახებ უამბო. მისი მტკიცებით, 2016 წლის ოქტომბერში საკუთარი სახლიდან მოტყუებით წაიყვანეს კინოს სახლთან მდებარე "პატრიოტთა ალიანსის" ოფისში. ირაკლი ლატარია ყვება, რომ კენკებაშვილმა, რომელიც მისივე ინფორმაციით, პოლიციის აქტიური თანამშრომელი იყო სახლიდან გარეთ გასვლა სთხოვა. მისივე თქმით, კენკებაშვილმა უთხრა, რომ ჰქონდა მისი პირადი მიმოწერები, სადაც დავით თარხან-მოურავის მიმართ გამოხატული ჰქონდა აგრესია, რაზეც მან უპასუხა, რომ ასეთი რამ არ გაუკეთებია.
"მან მითხრა, რომ ერთ-ერთმა მისმა თანამშრომელმა გაუგზავნა სქრინები, სადაც კონტექსტიდან ამოღებული ტექსტებია და სადაც აღიქმება, რომ შეგინებაა. მან მითხრა რომ უნდა დამესრულებინა სიცოცხლე, აუცილებლად მომკლავდნენ ამის გამო, მათ წარსულში არაერთი ასეთი რაღაც ჩაუდენიათ და წამიყვანეს ოფისში", - აღნიშნა ირაკლი ლატარიამ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მისივე ინფორმაციით, იგი მიიყვანეს "პატრიოტთა ალიანსის" ოფისში, სადაც მივიდა გიორგი ლომია. ლატარია იხსენებს, რომ "ოთახში გამზადებული იყო სკამი, სადაც ძალით დასვეს". ლატარიის ინფორმაციით, გიორგი ლომიამ ოთახში არსებული კამერები და მონიტორი გაასწორა.
"გიორგი ლომია მომიახლოვდა და მითხრა, შენ დღეს აუცილებლად მოგკლავთ, იმიტომ რომ შენ ჩვენს მიმართ გაქვს აგრესია და შენ ჩვენ გვაგინებ და დაიწყეს ცემა", - აღნიშნა ირაკლი ლატარიამ.
მისივე ინფორმაციით, კენკებაშვილმა იარაღი ამოიღო და კონდახით ცემდა, მისთვის უცნობმა პირმა ხელი გაუკავა, კიდევ ერთი პირი კი აგინებდა. ლატარიას ინფორმაციით, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ოფისში და აღნიშნულ ფაქტს ჰყავს თვითმხილველები დაცვის წევრებისა და დარაჯის სახით. მისივე ინფორმაციით, ნაცემს უფლება მისცეს, რომ საპირფარეშოში გასულიყო, რა დროსაც სმს მისწერა მეუღლეს.
რაც შეეხება შეკითხვას, თუ რატომ არ გაახმაურა აღნიშნული ფაქტი აქამდე, ლატარიას ინფორმაციით, იყო შიშის ფაქტორი, რადგან მისი თქმით, ლომია ემუქრებოდა, რომ თუ მოინდომებდა იქნებოდნენ ადამიანები, რომლებიც ყოველდღე მოიტაცებდნენ მას, ასევე საუბარი იყო მისი მეუღლისთვის მანქანის დაჯახებაზე.
ირაკლი ლატარიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში სამართლებრივი კონსულტაცია გაიარა. ის დღეს მთავარ პროკურატურაში ლომიასა და კენკებაშვილის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას აპირებს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"პატრიოტთა ალიანსის" ანალიტიკური სამსახურის ყოფილი უფროსი ირაკლი ლატარია ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომიას მოტყუებით გატაცებაში, ცემაში, მუქარასა და წამებაში ადანაშაულებს.
ირაკლი ლატარიამ დღეს ჟურნალისტებს გასული წლის ოქტომბერში მომხდარი ფაქტის შესახებ უამბო. მისი მტკიცებით, 2016 წლის ოქტომბერში საკუთარი სახლიდან მოტყუებით წაიყვანეს კინოს სახლთან მდებარე "პატრიოტთა ალიანსის" ოფისში. ირაკლი ლატარია ყვება, რომ კენკებაშვილმა, რომელიც მისივე ინფორმაციით, პოლიციის აქტიური თანამშრომელი იყო სახლიდან გარეთ გასვლა სთხოვა. მისივე თქმით, კენკებაშვილმა უთხრა, რომ ჰქონდა მისი პირადი მიმოწერები, სადაც დავით თარხან-მოურავის მიმართ გამოხატული ჰქონდა აგრესია, რაზეც მან უპასუხა, რომ ასეთი რამ არ გაუკეთებია.
"მან მითხრა, რომ ერთ-ერთმა მისმა თანამშრომელმა გაუგზავნა სქრინები, სადაც კონტექსტიდან ამოღებული ტექსტებია და სადაც აღიქმება, რომ შეგინებაა. მან მითხრა რომ უნდა დამესრულებინა სიცოცხლე, აუცილებლად მომკლავდნენ ამის გამო, მათ წარსულში არაერთი ასეთი რაღაც ჩაუდენიათ და წამიყვანეს ოფისში", - აღნიშნა ირაკლი ლატარიამ.
მისივე ინფორმაციით, იგი მიიყვანეს "პატრიოტთა ალიანსის" ოფისში, სადაც მივიდა გიორგი ლომია. ლატარია იხსენებს, რომ "ოთახში გამზადებული იყო სკამი, სადაც ძალით დასვეს". ლატარიის ინფორმაციით, გიორგი ლომიამ ოთახში არსებული კამერები და მონიტორი გაასწორა.
"გიორგი ლომია მომიახლოვდა და მითხრა, შენ დღეს აუცილებლად მოგკლავთ, იმიტომ რომ შენ ჩვენს მიმართ გაქვს აგრესია და შენ ჩვენ გვაგინებ და დაიწყეს ცემა", - აღნიშნა ირაკლი ლატარიამ.
მისივე ინფორმაციით, კენკებაშვილმა იარაღი ამოიღო და კონდახით ცემდა, მისთვის უცნობმა პირმა ხელი გაუკავა, კიდევ ერთი პირი კი აგინებდა. ლატარიას ინფორმაციით, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ოფისში და აღნიშნულ ფაქტს ჰყავს თვითმხილველები დაცვის წევრებისა და დარაჯის სახით. მისივე ინფორმაციით, ნაცემს უფლება მისცეს, რომ საპირფარეშოში გასულიყო, რა დროსაც სმს მისწერა მეუღლეს.
რაც შეეხება შეკითხვას, თუ რატომ არ გაახმაურა აღნიშნული ფაქტი აქამდე, ლატარიას ინფორმაციით, იყო შიშის ფაქტორი, რადგან მისი თქმით, ლომია ემუქრებოდა, რომ თუ მოინდომებდა იქნებოდნენ ადამიანები, რომლებიც ყოველდღე მოიტაცებდნენ მას, ასევე საუბარი იყო მისი მეუღლისთვის მანქანის დაჯახებაზე.
ირაკლი ლატარიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში სამართლებრივი კონსულტაცია გაიარა. ის დღეს მთავარ პროკურატურაში ლომიასა და კენკებაშვილის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას აპირებს.
მკითხველის კომენტარები
(0)