საზოგადოება
17.02.2018 / 09:02
შრიფტის ზომა:

სოფელ არდაგანთან ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელი, ე.წ კუკუშკა რელსებიდან გადავიდა

სოფელ არდაგანთან ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელი, ე.წ კუკუშკა რელსებიდან გადავიდა

სოფელ არდაგანთან ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელი რელსებიდან გადავიდა. ჯერჯერობით უცნობია შემთხვევის გამომწვევი მიზეზი. როგორც "ინტერპრესნიუსს" "საქართველოს რკინიგზის" პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ზუსტი მიზეზის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია. ამაზე მოკვლევა მიმდინარეობს. არც ერთი მგზავრი არ არის დაშავებული, ყველა კარგადაა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"საქართველოს რკინიგზამ" ყველა მგზავრს დაუბრუნა ბილეთის საფასური და ისინი სხვა ტრანსპორტით გადავიყვანეთ დანიშნულების ადგილამდე", - აცხადებენ "საქართველოს რკინიგზაში".

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

შსს რუსი "პრანკერების" ჩანაწერზე - "მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა" | Allnews.Ge

შსს რუსი "პრანკერების" ჩანაწერზე - "მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა"

მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა, არც უკრაინის შს მინისტრთან და არც სხვა პირთან, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში, ბლოგი Страна.ua-ს მიერ გავრცელებული აუდიჩანაწერის კომენტირებისას განუცხადეს.

"მსგავსი სატელეფონო საუბარი საერთოდ არ შემდგარა, არც უკრაინის შს მინისტრთან და არც სხვა პირთან. საერთოდ, იმის დაშვებაც კი, რომ ორი ქვეყნის შს მინისტრები სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ არადაცული სატელეფონო კავშირის მეშვეობით, არასერიოზულია”, - აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში.

Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი "პრანკერების" (სატელეფონო ხულიგნები) "ვოვანის" და "ლექსუსის" მტკიცებით, "ლექსუსი" საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით ესაუბრება. აუდიოჩანაწერის თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ვიდეოს თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია.

აუდიოჩანაწრის თანახმად, "პრანკერი" თითქოსდა საქართველოს შს მინისტრს ეუბნება, რომ მიხეილ სააკაშვილი აპირებს უკრაინაში ჩასვლას, თუმცა ის იქ არ სჭირდებათ და საქართველოს უნდა გადასცენ.

"ის ავანტიურისტია და ზედმეტი თავის ტკივილია, ჩვენ არ გვჭირდება.

პროკურორებთანაც გავიარე კონსულტაცია და თქვენთან თხოვნა გვაქვს, თუ ეს ნაძირალა გამოჩნდება თქვენთან, დაე "ბომჟი" იყოს და მთელ მსოფლიოში იაროს, ვიდრე საქართველოში ციხეში იჯდეს. არ გვინდა, მისგან გმირი შევქმნათ. აქ ყველაფერი დასტაბილურდა, მის გარეშე კარგად ვცხოვრობთ და თუ აქ გამოჩდნება, დაიწყება მღელვარება", - აცხადებს თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი.