თამარ ჟვანია სასამართლოში დაიკითხება
21 აგვისტოს, 14:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო განაგრძობს ცესკოს წინააღმდეგ "საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული კავშირის" 18 წევრის სარჩელის განხილვას.
როგორც "ინტერპრესნიუსს" "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან" აცნობეს, აღნიშნულ სხდომაზე მოწმის სტატუსით დაიკითხებიან ცესკოს თავმჯდომარე და ყველა ის პირი, რომლებიც 2016 წლის თებერვლის მდგომარებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი იყო.
"მოსარჩელეები სასამართლოში დავობენ, რომ 2016 წლის თებერვალში ჩატარებული კონკურსის დროს ცესკომ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებად მათ არჩევაზე უარი დისკრიმინაციული მოტივით (პროფესიული კავშირის წევრობის ნიშნით) უთხრა.
აღსანიშნავია, რომ ცესკომ მითითებულ კონკურში "საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის პროფესიული კავშირის" არც ერთი წევრი არ შეარჩია. ამასთან, ის პირი, რომელმაც კონკურსამდე ცოტა ხნით ადრე დატოვა პროფესიული კავშირი, არჩეულ იქნა კომისიის წევრად.
მოსარჩელეების ინტერესებს სასამართლოში საია იცავს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.
მკითხველის კომენტარები
(0)