საზოგადოება
26.03.2017 / 13:03
შრიფტის ზომა:

ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ზე

ნიკა გვარამია "რუსთავი 2"-ზე

გუშინ, "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებმა, ტელეკომპანიის მფლობელების მიერ შეთავაზებული წინადადება განიხილეს.

"თანამშრომლების მოსაზრებით და გადაწყვეტილებით, წილების გადაცემის პროცესში უშუალოდ ყველა თანამშრომელი ვერ იქნება ჩართული და უნდა შეიქმნას შპს "რუსთავი 2 ჩემია".

კოლექტივმა ტელეკომპანიის ყველა დეპარტამენტიდან აირჩია წარმომადგენელი აღნიშნულ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, მათ შორის ყველაზე დიდია ჟურნალისტების ჯგუფი", - ნათქვამია "კურიერის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"რუსთავი 2"-ის მფლობელები ლევან და გია ყარამანიშვილები განცხადებას ავრცელებენ

გუშინ გამართულმა დებატებმა, ტელეკომპანიის ზოგიერთი თანამშრომლის გაღიზიანება გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით, ნიკა გვარამია განმარტებას აკეთებს:

"ქრონოლოგია იყო ასეთი:

1. შემოგვთავაზეს (საკუთარი ინიციატივით) რ2ის დაყადაღებული 40%, რომლის გადმოცემა ყადაღის მოხსნის შემთხვევაშიც იურიდიულად შეუძლებელია (მოითხოვს 9%ის მფლობელის თანხმობას, რომელიც ხელისუფლების თამაშშია ჩაბმული და არც ერთ ვითარებაში ამგვარი თანხმობა არ გაუცია)

2. ვუპასუხეთ უარიათ და ვითხოვეთ (და არა მოვითხოვეთ) შპს საქართველო, თუ დამფუძნებლებს ქონდათ რეალური, და არა თვალის ასახვევი სურვილი კოლექტივი ჩაერთოთ პროცესებში)

3. პასუხად შემოგვთავაზეს შპს საქართველოს 51%

4. ვუპასუხეთ თანხმობით და შევთავაზეთ ფორმა - შპს რუსთავი 2 ჩემია, კოლექტივის ფართო ჩართულობით, რისი დემონსტრირება მოხდა ეთერში. შპს იმიტომ, რომ არ ყოფილიყო ცალკეული პირების წილებზე ნადირობა და გადაბირება (ანუ, ისევ თვალის ასახვევ შეთავაზებასთან არ გვქონოდა საქმე)

5. პასუხად მივიღეთ - ცუდად გააშუქეთ ჩვენი შეთავაზება, არავითარი შპს, კოლექტივთან ვიწყებთ მოლაპარაკებებსო ("ცუდად გაშუქება" არ შეესაბამება სინამდვილეს)

დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ წერილი გამოაქვეყნეს

ძვირფასო დამფუძნებლებო:

მოელაპარაკეთ ვისაც და რა ფორმითაც გნებავთ. კოლექტივის უმრავლესობამ პასუხი გაგცათ ღია ეთერით. აწი ვისაც გნებავთ იმას გადაეცით თქვენი წილები და რა ოდენობითაც გნებავთ. გნებავთ, საერთოდ ნუ გადასცემთ ნურავის ნურაფერს. ჩვენ არ გამოვსულვართ თავდაპირველი მოთხოვნით, გინდა თუ არა, რამე გადმოგვეცითთქო. ღიად მივიღეთ ეს შემოთავაზება და ღიად ჩავებით დისკუსიაში.

ამ დისკუსიაში წარმოვაჩინეთ ერთი მკაფიო პოზიცია - წილების გადმოცემა თვალის ასახვევად, რომ კოლექტივი წყვეტს ამიერიდან ყველაფერს, არ გამოვა. არ ვაპირებთ ლეღვისფოთლობას. ადამიანების დახარბება და კოლექტივში ბზარის შეტანა რაღაც მითიური დივიდენდებით და ჩემი ხელფასის და ვინ რა პრემია მიიღო, იმის ყველასთვის მოყოლით, არის ძალიან ცუდი საქციელი და ამაზე უარესს ნორმალური ბიზნესმენი და მენეჯმენტზე ელემენტარული წარმოდგენის მქონე ადამიანი, ვერ გააკეთებს.

საბოლოო ჯამში, ვერც მე და ვერც ბევრი რ2ელი, საერთოდ ვერ ვხვდებით, რა განზრახვით დაიწყეს ეს ყველაფერი ძმებმა ყარამანიშვილებმა ისე, რომ ისიც არ გვაცალეს, სტრასბურგის გამარჯვება გვეზეიმა. ეს გამოცანად რჩება, ისევე, როგორც ამ შემოთავაზებების მიზანი.

გამოუცნობ კითხვად რჩება, სამი წელი რომ კიევიდან ფეხს ვერ დგამდა დაპატიმრების შიშით (და ეს შიში სრულიად ლეგიტიმური იყო. მესაკუთრე კი არა, დირექტორი ვარ და ყველაფერზე საქმე აღმიძრეს, მათ შორის, სააკაშვითან საუბრებზე, რომელიც ყარამანიშვილს ჩემზე ოცჯერ მეტი ექნება, სიტყვა რევოლუციის ან ბარიკადის ერთხელ მაინც მოხსენიებით, ვეჭვობ), ის კაცი უცაბედად როგორ აღმოჩნდა თბილისში უზენაესის გადაწყვეტილების წინა დღით, სად გაქრა მისი დაპატიმრების რისკი, თუნდაც უკრაინულ ვიკილიქსზე საგანგებოდ გამოდებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე და რაში დაჭირდა კოლექტივში ამგვარი ტექტონიკური ძვრების შეტანა?" - წერს გვარამია.

შეგახსენებთ, რომ ძმები ყარამანიშვილები მზად არიან "რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი "საქართველოს" წილის 51% კოლექტივს გადასცენ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მიხეილ სააკაშვილი - მოქალაქეობასთან დაკავშირებით რამდენიმე ევროპული ქვეყნისგან შემოთავაზება მაქვს | Allnews.Ge

მიხეილ სააკაშვილი - მოქალაქეობასთან დაკავშირებით რამდენიმე ევროპული ქვეყნისგან შემოთავაზება მაქვს

მოქალაქეობასთან დაკავშირებით რამდენიმე ევროპული ქვეყნისგან მაქვს შემოთავაზება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს.

თუმცა, როგორც სააკაშვილი განმარტავს, არ შეუძლია შორიდან უყუროს იმას, რაც უკრაინაში ხდება.

"როგორც იცით, 10 სექტემბერს უკრაინაში დაბრუნება გადავწყვიტე.

ბევრი მირჩევს, არ გავაკეთო ეს. მოქალაქეობასთან დაკავშირებით რამდენიმე ევროპული ქვეყნისგან მაქვს შემოთავაზება, საქმისა და შემოსავლის გარეშეც არ დავრჩები. მაგრამ კარგად მახსოვს, თავის დროზე პუტინის მითითებით რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები როგორ აღძრა, რომ მე ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა არ მიმეღო. ზუსტად ასე, პოროშენკომ განკარგულება გამოსცა, უკრაინაში გზა დამიხურა და საქართველოში ექსტრადირებით მემუქრება. თუმცა, ამავდროულად უკრაინის სრული განადგურება მიმდინარეობს.

ახმეტოვმა ხელში ჩაიგდო მსხვილი ენერგეტიკული სექტორი, რაც ნიშნავს, რომ უკვე შემოდგომიდან უკრაინელები მის და პოროშენკოს ჯიბეში უფრო მეტს გადაიხდიან ტარიფების სახით. ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს დირექტორმა სიტნიკმა განაცხადა, რომ მისი ყველა საქმე დეპუტატების, პოროშენკოს გარემოცვის წინააღმდეგ დაბლოკილია უკრაინის სასამართლოებში. ამის ფონზე, შორიდან ვუყურო ყველაფერ ამას? არავითარ შემთხვევაში", - აცხადებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

მისი თქმით, როგორიც არ უნდა იყოს შანსები, ის ჩაერთვება ამ ბრძოლაში.

"მე დავპირდი უკრაინელ ხალხს, რომ მათ მხარეს ვიქნები. მე "ბარიგების" მხარეს არ დავმდგარვარ, თუმცა ბევრჯერ შემოუთავაზებიათ ჩემთვის ეს. უკრაინელი პოლიტიკოსების ახალგაზრდა თაობასთან ერთად ჩვენ აუცილებლად შევცვლით ამ რეალობას. უკრაინა ევროპის ზესახელმწიფო გახდება. უკრაინელები ნორმალურად ცხოვრებას დაიწყებენ. შეუძლებელია იმის გაგრძელება, რაც ახლა ხდება. მე თქვენი დიდი იმედი მაქვს. რა თქმა უნდა, ცალ-ცალკე ჩვენ გაგვანადგურებენ, მაგრამ თუ ერთად დავდგებით, ჩვენ ვერაფერს გვიზამენ. შეხვედრამდე უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე", - დასძენს მიხეილ სააკაშვილი.