
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ე.წ. მოდულის შენობაში არა დასაკითხად, არამედ კონტრდაზვერვის დეპარტამენტში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი მასალების გასაცნობად არის დაბარებული.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სუს-ში განუცხადეს.
"საქმე საიდუმლოა და დეტალებს ადგილზე გავაცნობთ პროცედურის მიხედვით. საქმეს გაეცნობა კონტრდაზვერვის საგამოძიებო მთავარ სამმართველოში", - განაცხადეს სუს-ში.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საგამოძიებო უწყებაში მისი დაბარების შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით თავად გვარამიამ გაავრცელა.
"მოდულში დამიბარეს 2015 წლის სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დასაკითხად", - წერს გვარამია. მისივე ინფორმაციით, საქმე უკრაინულ ვიკილიქსზე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს უკავშირდება, რომელიც თითქოსდა მასსა და ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის სატელეფონო საუბარს ასახავს.
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის დაკითხვა ხვალ, 15:00 საათზე მოდულის შენობაშია დაგეგმილი
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ე.წ. მოდულის შენობაში არა დასაკითხად, არამედ კონტრდაზვერვის დეპარტამენტში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი მასალების გასაცნობად არის დაბარებული.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სუს-ში განუცხადეს.
"საქმე საიდუმლოა და დეტალებს ადგილზე გავაცნობთ პროცედურის მიხედვით. საქმეს გაეცნობა კონტრდაზვერვის საგამოძიებო მთავარ სამმართველოში", - განაცხადეს სუს-ში.
საგამოძიებო უწყებაში მისი დაბარების შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით თავად გვარამიამ გაავრცელა.
"მოდულში დამიბარეს 2015 წლის სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე დასაკითხად", - წერს გვარამია. მისივე ინფორმაციით, საქმე უკრაინულ ვიკილიქსზე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერს უკავშირდება, რომელიც თითქოსდა მასსა და ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის სატელეფონო საუბარს ასახავს.
"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის დაკითხვა ხვალ, 15:00 საათზე მოდულის შენობაშია დაგეგმილი
მკითხველის კომენტარები
(0)