05 შაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ეკონომიკა
15.03.2017 / 07:03
შრიფტის ზომა:

აქციზის ახალი განაკვეთით მხოლოდ 331 მსუბუქი ავტომობილია განბაჟებული

აქციზის ახალი განაკვეთით მხოლოდ 331 მსუბუქი ავტომობილია განბაჟებული

2017 წლის 1 იანვრიდან განსაზღვრული აქციზის ახალი განაკვეთით 331 ერთეული მსუბუქი ავტომობილია განბაჟებული. საუბარია 1 იანვარი - 11 მარტის პერიოდზე. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ცნობით, 11 მარტის მდგომარეობით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ჯამში 247 ათასი სატრანსპორტო საშუალებაა შემოსული. აქედან 18 642 სატრანსპორტო საშუალება საზღვაო გზით, ფოთის და ბათუმის პორტებიდან შემოვიდა.

საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებების შედეგად, მსუბუქ ავტომობილებზე აქციზი გაიზარდა. მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე კი გასამმაგდა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

საქსტატის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მსუბუქი ავტომობილების იმპორტი საქართველოში 5 მილიონი დოლარით შემცირდა. კერძოდ, 2017 წლის იანვარში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 27 მილიონი დოლარი იყო მაშინ, როცა 2016 წლის იანვარში იმპორტმა 32 მილიონი დოლარი შეადგინა.

წყარო: bpn.ge

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ემზარ კვიციანი - პარტიული სიაში თუ ნახევარი ქალი იქნება, ბავშვებს ვინ გაზრდის?! | Allnews.Ge

ემზარ კვიციანი - პარტიული სიაში თუ ნახევარი ქალი იქნება, ბავშვებს ვინ გაზრდის?!

დეპუტატ ემზარ კვიციანის განცხადებით, საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების თაობაზე არანაირი ვალდებულება არ უნდა არსებობდეს, რადგან საქართველოში ქალები შეზღუდული არ არიან, რომ პოლიტიკაში მოვიდნენ.

"ქალბატონები აკეთებთ იმას, რაც გინდათ. გინდათ, პოლიტიკაში წასვლა - წახვალთ და წინ არავინ გეღობებათ. დამოკიდებულება, რომ გინდა თუ არა პარტიაში 50 პროცენტი ქალი უნდა გყავდეს, ასე არ უნდა იყოს. პრინციპულად ვეთანხმები იმას, რომ ქალებს თავისუფლება ჰქონდეთ და პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი, მაგრამ ეს დაძალება არ უნდა იყოს. ჩვენს პარტიას სურს, რომ კონსტიტუციაში ჩანაწერი იყოს, არჩევნებზე მისვლა სავალდებულო გახდეს და თურმე, ეს იმის გამო არ შეიძლება, რომ ეს დაძალებაა.

შესაძლებელია, რომ ზარმაცი ადამიანი იძულებით გამოიყვანო, რათა არჩევნების გაყალბება არ მოხდეს, მაგრამ ეს არ შეიძლება და ის შეიძლება, რომ პარტიაში ქალი იძულებით მოგაყვანინონ?! - საქართველოში 240 პარტიაა და პარტიული სია 150 ადამიანით დაკომპლექტებული რომ იყოს, სადაც ნახევარი ქალი იქნება, ბავშვებს ვინ გაზრდის?! არიან ქალები, რომლებიც ბავშვებს ზრდიან და ოჯახს უფრო უვლიან, მაგრამ არიან ქალები, რომელთაც პოლიტიკაში ყოფნა ურჩევნიათ", - განუცხადა ჟურნალისტებს ემზარ კვიციანმა.

დღეს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტმა არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივაზე იმსჯელა, რომელიც გენდერული კვოტირების ამოქმედებას ითვალისწინებს და პრინციპების დონეზე მხარი დაუჭირა.