ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და უმრავლესობას შორის კომუნიკაცია შედგა | Allnews.Ge

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და უმრავლესობას შორის კომუნიკაცია შედგა

პრეზიდენტისა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეხვედრის საკითხზე პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და მმართველ გუნდს შორის კომუნიკაცია უკვე შედგა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

თუმცა, მათი ინფორმაციით, შეხვედრა ჯერ არ დანიშნულა.

როგორც ცნობილია, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენება და პარლამენტისთვის მოტივირებული შენიშვნების ფორმით იმ წინადადებების წარდგენა შესთავაზა, რომელიც გაუნაწილებელი მანდატების - ბონუსების სისტემის გაუქმებას და ერთჯერადად ბლოკების შენარჩუნებას ეხება. აღნიშნულ შეთავაზებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მმართველი გუნდის წევრებს და ოპოზიციას კონსულტაციები შესთავაზა. უმრავლესობა პრეზიდენტთან შეხვედრისთვის მზად არის, თუმცა მას შეხვედრის საკუთარ ფორმატს - მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის შეხვედრას სთავაზობს.