
2012 წლიდან დღემდე სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების, ასევე იქ დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა და მათი სახელფასო ფონდი მნიშვნელოვნად გაზრდილია, - ამის შესახებ კვლევას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს, რომელიც კორუფციის რისკებს ეხება.
კვლევა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა და ანალიტიკოსებმა გიორგი ნასრაშვილმა და ლაშა სენაშვილმა წარმოადგინეს.
ეკა გიგაურის განცხადებით, სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების რაოდენობა და მათში დასაქმებულთა რაოდენობა უკონტროლოდ არის გაზრდილი.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
გიორგი ნასრაშვილმა რამდენიმე მონაცემი წარმოადგინა, მათ შორის, რუსთავის მერიაში არსებულ ა(ა)იპ-ში "უზრუნველყოფა" 2012 წელს 79 თანამშრომელი მუშაობდა, 2017 წელს კი რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა და 259 ფიქსირდება; ქუთაისის მერიაში არსებული ა(ა)იპ-ი "სპეციალური სერვისები" 2015 წელს დაფუძნდა და თავდაპირველად 432 თანამშრომელი მუშაობდა, 2017 წელს კი 503 თანამშრომელია; ფოთის მერიის ა(ა)პ-ი "სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება" 309 თანამშრომლიდან 361-მდე გაიზარდა;
თბილისის არქიტექტურის სამსახურში კი 2012 წელს 112 თანამშრომელი მუშაობდა, 2017 წელს კი 147 თანამშრომელი ფიქსირდება.
კვლევის თანახმად, რომელიც 78 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის მონაცემებს ეყრდნობა, 2012 წელს 40 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ში 8 870 საშტატო თანამშრომელი მუშაობდა, 2017 წლისთვის კი 74 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ის შემთხვევაში 12 632-მდე არის გაზრდილი.
რაც შეეხება შტატგარეშე თანამშრომლებს, 2012 წელს 38 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ში 1 077 შტატგარეშე თანამშრომელი მუშაობდა, 2017 წელს კი მათმა რაოდენობამ 67 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ის ფარგლებში 7 193 შეადგინა.
2012 წელს 45 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის საშტატო თანამშრომელმა ხელფასის სახით თითქმის 77 მილიონი ლარი აიღეს, რაც 2016 წლისთვის 72 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის შემთხვევაში 165 მილიონ ლარს აჭარბებს.
2012 წელს 39 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ში 29.5 მილიონი ლარი გაიცა შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასის სახით, 2016 წელს ამ მაჩვენებელმა 62 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ში თითქმის 51 მილიონ ლარს მიაღწია.
კვლევა არ მოიცავს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ-ებს, რადგან ამ უწყებებმა ინფორმაცია არ გასცეს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საკითხთან დაკავშირებით შემდეგ რეკომენდაციებს აქვეყნებს:
სახელმწიფოს მიერ დაარსებული ა(ა)იპ-ებში ინტერესთა შეუთავსებლობის, ნეპოტიზმისა და კორუფციის ეფექტიანად პრევენციის მიზნით, საჭიროა ა(ა)იპ-ებზე საჯარო სამსახურისა და ანტიკორუფციული მექანიზმების მარეგულირებელი პრინციპები გავრცელდეს, მათ შორის, ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა და მათ ხელმძღვანელთა კონკურსის წესით დანიშვნის, შტატგარეშე თანამშრომლებთან მიმართებით "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვისა და სხვა საკითხების ჩათვლით;
სახელმწიფოს მიერ დაარსებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში ქმედითი ანტიკორუფციული მექანიზმების შემუშავების მიზნით, საჭიროა დაიხვეწოს შიდა ანტიკორუფციული მექანიზმები;
კარგი მმართველობის სტანდარტების გათვალისწინებით, კანონით მკაფიოდ უნდა განისაზღვროს სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების შექმნის კრიტერიუმები;
უნდა გადაიჭრას სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა გაუმართლებლად მაღალი წილის პრობლემა;
უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების მიერ საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტური კონტროლი (პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ);
შესაბამისი უწყებები უნდა აგროვებდნენ და პროაქტიულად აქვეყნებდნენ საჯარო სექტორში შემავალი ორგანიზაციების შესახებ სრულ ინფორმაციას, მათ შორის, მათი რაოდენობის, საქმიანობის სფეროს, სტრუქტურული ქვემდებარეობისა და სხვა საკითხების შესახებ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
2012 წლიდან დღემდე სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების, ასევე იქ დასაქმებული თანამშრომლების რაოდენობა და მათი სახელფასო ფონდი მნიშვნელოვნად გაზრდილია, - ამის შესახებ კვლევას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" აქვეყნებს, რომელიც კორუფციის რისკებს ეხება.
კვლევა ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა და ანალიტიკოსებმა გიორგი ნასრაშვილმა და ლაშა სენაშვილმა წარმოადგინეს.
ეკა გიგაურის განცხადებით, სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების რაოდენობა და მათში დასაქმებულთა რაოდენობა უკონტროლოდ არის გაზრდილი.
გიორგი ნასრაშვილმა რამდენიმე მონაცემი წარმოადგინა, მათ შორის, რუსთავის მერიაში არსებულ ა(ა)იპ-ში "უზრუნველყოფა" 2012 წელს 79 თანამშრომელი მუშაობდა, 2017 წელს კი რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა და 259 ფიქსირდება; ქუთაისის მერიაში არსებული ა(ა)იპ-ი "სპეციალური სერვისები" 2015 წელს დაფუძნდა და თავდაპირველად 432 თანამშრომელი მუშაობდა, 2017 წელს კი 503 თანამშრომელია; ფოთის მერიის ა(ა)პ-ი "სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანება" 309 თანამშრომლიდან 361-მდე გაიზარდა;
თბილისის არქიტექტურის სამსახურში კი 2012 წელს 112 თანამშრომელი მუშაობდა, 2017 წელს კი 147 თანამშრომელი ფიქსირდება.
კვლევის თანახმად, რომელიც 78 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის მონაცემებს ეყრდნობა, 2012 წელს 40 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ში 8 870 საშტატო თანამშრომელი მუშაობდა, 2017 წლისთვის კი 74 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ის შემთხვევაში 12 632-მდე არის გაზრდილი.
რაც შეეხება შტატგარეშე თანამშრომლებს, 2012 წელს 38 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ში 1 077 შტატგარეშე თანამშრომელი მუშაობდა, 2017 წელს კი მათმა რაოდენობამ 67 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ის ფარგლებში 7 193 შეადგინა.
2012 წელს 45 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის საშტატო თანამშრომელმა ხელფასის სახით თითქმის 77 მილიონი ლარი აიღეს, რაც 2016 წლისთვის 72 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ის შემთხვევაში 165 მილიონ ლარს აჭარბებს.
2012 წელს 39 სსიპ-ისა და ა(ა)იპ-ში 29.5 მილიონი ლარი გაიცა შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასის სახით, 2016 წელს ამ მაჩვენებელმა 62 სსიპ-სა და ა(ა)იპ-ში თითქმის 51 მილიონ ლარს მიაღწია.
კვლევა არ მოიცავს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ-ებს, რადგან ამ უწყებებმა ინფორმაცია არ გასცეს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საკითხთან დაკავშირებით შემდეგ რეკომენდაციებს აქვეყნებს:
სახელმწიფოს მიერ დაარსებული ა(ა)იპ-ებში ინტერესთა შეუთავსებლობის, ნეპოტიზმისა და კორუფციის ეფექტიანად პრევენციის მიზნით, საჭიროა ა(ა)იპ-ებზე საჯარო სამსახურისა და ანტიკორუფციული მექანიზმების მარეგულირებელი პრინციპები გავრცელდეს, მათ შორის, ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა და მათ ხელმძღვანელთა კონკურსის წესით დანიშვნის, შტატგარეშე თანამშრომლებთან მიმართებით "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვისა და სხვა საკითხების ჩათვლით;
სახელმწიფოს მიერ დაარსებულ სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში ქმედითი ანტიკორუფციული მექანიზმების შემუშავების მიზნით, საჭიროა დაიხვეწოს შიდა ანტიკორუფციული მექანიზმები;
კარგი მმართველობის სტანდარტების გათვალისწინებით, კანონით მკაფიოდ უნდა განისაზღვროს სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების შექმნის კრიტერიუმები;
უნდა გადაიჭრას სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა გაუმართლებლად მაღალი წილის პრობლემა;
უზრუნველყოფილ უნდა იქნეს სსიპ-ებისა და ა(ა)იპ-ების მიერ საჯარო ფინანსების ხარჯვის ეფექტური კონტროლი (პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ);
შესაბამისი უწყებები უნდა აგროვებდნენ და პროაქტიულად აქვეყნებდნენ საჯარო სექტორში შემავალი ორგანიზაციების შესახებ სრულ ინფორმაციას, მათ შორის, მათი რაოდენობის, საქმიანობის სფეროს, სტრუქტურული ქვემდებარეობისა და სხვა საკითხების შესახებ.
მკითხველის კომენტარები
(0)