
არიზონელ სენატორ ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნე დაუდგინეს. "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის ცნობით, ინფორმაცია ამის შესახებ სენატორის ოფისმა გაავრცელა და დაადასტურა მაიოს კლინიკამაც, სადაც 80 წლის სენატორი გასულ პარასკევს, მარცხენა თვალს ზემოთ გაჩენილი სისხლჩაქცევის გამო მოათავსეს.
"ანალიზებმა ცხადყო, რომ სისხლჩაქცევა გლიობლასტომის - ტვინის აგრესიული სიმსივნის შედეგი იყო. უკანასკნელი თვეების განმავლობაში სენატორი მაკკეინი დაღლილობასა და მხედველობის გაუარესებას უჩიოდა. სენატორი და მისი ექიმები მკურნალობის მეთოდებს იხილავენ. უახლოეს დღეებში გადაწყდება, სენატორს ქიმოთერაპიას დაუნიშნავენ, თუ სხივურ თერაპიას",- ნათქვამია ინფორმაციაში.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მაკკეინის ჯანმრთელობის გაუარესების ცნობას შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბარაქ ობამა "ტვიტერზე" გამოეხმაურა.
"ჯონ მაკკეინი ამერიკელი გმირია და ერთ-ერთი უმამაცესი მებრძოლი, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ. სიმსივნემ არ იცის, ვისთან აქვს საქმე. ჯოჯოხეთი მოუწყვე მას, ჯონ", - წერს ობამა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურით დაიწყო და რამდენიმე წუთში შეწყდა. სხდომაზე ჟურნალისტებისთვის განკუთვნილ ლოჟაში, "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, ასევე მერობის კანდიდატები იმყოფებიან. სხდომის დასაწყისში საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, დეპუტატებს მისცემოდა სხდომის ჩატარების საშუალება, "ევროპული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას რეპლიკა მოყვა, რომ საკითხი მოუმზადებელია და ნაჩქარევად აქვთ სხდომაზე შემოტანილი.
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილის სურვილებს "აპრავებს". შესაბამისად, მისივე თქმით, სხდომის ჩატარების შესაძლებლობას ისინი არ მისცემდნენ.
ამ დროისთვის სხდომა შეწყვეტილია. სიტყვიერი დაპირისპირება სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის გრძელდება.
გიორგი ალიბეგაშვილმა დაცვის სამსახურს მოუწოდა უზრუნველყოს სხდომაზე სიმშვიდე და მიეცეთ მათ მუშაობის გაგრძელების საშუალება.
მკითხველის კომენტარები
(0)