21 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
30.09.2017 / 08:09
შრიფტის ზომა:

საკითხები, რომლებზეც თბილისის საკრებულომ გადაწყვეტილება მიიღო

თბილისის საკრებულოში გუშინდელი სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. სადავო საკითხს საკრებულოში თაბორის მთასა და პუშკინის სკვერის მიმდებარედ ლანდშაფტურ-რეკრეაციული ზონის სტატუსის შეცვლა წარმოადგენდა.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, საკრებულომ მიიღო ნამდვილად პრინციპული და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც, თბილისში აშენდება უპრეცედენტოდ დიდი სარეკრეაციო ზონა. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება არის თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი.

"ზუსტად ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა მარტივ მამრავლებად დაშლილი "ნაციონალური მოძრაობა". მათ ნამდვილად არ აქვთ მანდატი და საზოგადოების მხარდაჭერა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით ნამდვილად შევუწყვეთ ხელი, რომ ჩვენი ქალაქისთვის უპრეცედენტოდ უმნიშვნელოვანესი სარეკრეაციო ზონა შეიქმნება", - განაცხადა ტყემალაძემ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ტყემალაძემ ასევე დედაქალაქში ახალი მიწისქვეშა ავტოსადგომის მოწყობაზეც ისაუბრა, რის შესახებაც საკრებულომ გადაწყვეტილება სწორედ გუშინ მიიღო.

"ჩვენთვის ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ქალაქის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ ის, რომ თბილისში იყოს დამატებითი საპარკინგე სივრცეები. ზუსტად ეს გადაწყვეტილება მიიღო საკრებულომ იმისთვის, რომ ამ კომპანიამ მომავალში განახორციელოს მიწისქვეშა ავტოპარკინგების მოწყობა. მიუხედავად ჩვენს მიერ კონკრეტულად მიღებული გადაწყვეტილებისა, რომელიც ზუსტად ჩვენს ქალაქზე და ჩვენს მოსახლეობაზეა ორიენტირებული, იყო მცდელობა დებოშის და ოპოზიციამ სცადა აღნიშნული საკითხის ჩაგდება და სხდომის ჩაშლა. ჩვენ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება, რომლითაც თბილისელებს ექნებათ უპრეცედენტო სარეკრეაციო სივრცე და დამატებითი მიწისქვეშა ავტოპარკინგი“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე 35 საკითხზე იმსჯელეს, მათ შორის იყო რამდენიმე უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების საკითხიც.

დაპირისპირება თბილისის საკრებულოში - რა განცხადებებს აკეთებენ პოლიტიკოსები?

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

საკითხები, რომლებზეც თბილისის საკრებულომ გადაწყვეტილება მიიღო | Allnews.Ge