მოგზაურობა
25.08.2017 / 09:08
შრიფტის ზომა:

ოჯახი ეძებს ძიძას, რომელსაც 129,000$ გადაუხდის

ოჯახი ეძებს ძიძას, რომელსაც 129,000$ გადაუხდის

საუკეთესო თანამშრომლების მოსაზიდად დამსაქმებლების უმეტესობა ხშირ შემთხვევაში აპლიკანტებს ხელფასის გარდა, გარკვეულ სარგებელსაც სთავაზობს. თუმცა, ამ ბრიტანული ოჯახის შემოთავაზება მოულოდნელ გულუხვობად შეიძლება მოგეჩვენოთ.

კანდიდატი, რომელიც დამსაქმებლის მოწონებას დაიმსახურებს, 6-ნიშნა ხელფასს ($129,000), პროფესიონალი მზარეულის მიერ მომზადებულ კერძებს და ოჯახის საკუთრებაში არსებული მანქანების (რენჯ როვერი, პორშე, მაზერატი) ტარების უფლებას მოიპოვებს. მსგავსი ფუფუნებისა და მაღალი ანაზღაურების მისაღებად კი, 4 ბავშვის გარემოცვაში ყოფნაა საჭირო, რომელთაგან ყველაზე უმცროსი 2-ის, უფროსი კი 15 წლისაა. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ბავშვები განათლებას სახლის პირობებში იღებენ.

ოჯახის ნდობის დამსახურებისა და სამსახურის მიღების სურვილი უკვე ბევრმა 300-მა აპლიკანტმა გამოთქვა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული სამსახური ზედმეტად კარგია იმისთვის რომ სიმართლე იყოს CNBC-მა დაადასტურა, რომ ის მართლაც რეალურია.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ზემოთ, ჩამოთვლილი სიკეთეების გარდა, ოჯახის მოთხოვნებში 13 საათიანი სამუშაო დღე და ხშირი მოგზაურობისთვის მზადყოფნაც შედის. ოჯახს კვირაში სამჯერ უწევს ადგილსამყოფელის შეცვლა. ძიძას კი 4 ბავშვთან ერთად ლონდონის, ბარბადოსის, ატლანტასა და კეიპტაუნის სახლებს შორის მოუწევს მუდმივი მგზავრობა.

მოთხოვნები ამით არ სრულდება. მომავალ ძიძას 15 წლიანი სამუშაო გამოცდილება და ბავშვთა ფსიქოლოგის ხარისხი უნდა ჰქონდეს, თუმცა საკუთარი შვილები არ ჰყავდეს.

მომავალმა ძიძებმა უნდა იცოდნენ, რომ მშობლებისთვის თავის მოწონება გასაუბრების პირველი ეტაპია, კანდიდატურას მხარი თავად ბავშვებმაც უნდა დაუჭირონ.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულო დატოვა | Allnews.Ge

ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულო დატოვა

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულო დატოვა.

ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა დღეს საკრებულოში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნულის მიზეზად საკრებულოში 29 სექტემბერს განვითარებული მოვლენები დაასახელა.

ელისაშვილმა თბილისის საკრებულოს "ბიძინა ივანიშვილის ნოტარიული ბიურო", ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ალიბეგაშვილის მიერ საკრებულოში პოლიციის გამოძახებას "საკრებულოს შენობაში ეგზეკუცია" უწოდა.

"ეს არის ჩემი ამ შენობაში ბოლო პრესკონფერენცია. მე ვტოვებ თბილისის საკრებულოს. მე მიმაჩნია, რომ 29 სექტემბერს ამ შენობაში განვითარებული მოვლენების გამო შეუძლებელია აქ, სამსახურში სიარული, სხდომებსა და კომისიების მუშაობაში მონაწილეობა, ეს არის უბრალოდ შეურაცხმყოფელი.

29 სექტემბერს თბილისის საკრებულო იყო არა ხალხის მიერ არჩეული წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ხალხისა და თბილისის პრობლემებზე უნდა მსჯელობდეს, არამედ ერთი კაცის მომსახურე ნოტარიული ბიურო. დაჩქარებულად, ფაცი-ფუცით, ყოველგვარი განხილვის, მსჯელობის, არგუმენტების გარეშე, თბილისის საკრებულომ ერთ ადამიანს დაურტყა ყველაფერზე ბეჭედი და მისცა ყველაფრის ნება. ეს ძალიან შეურაცხმყოფელია. ამას დაერთო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის ამაზრზენი საქციელი, როდესაც მან პოლიციური რაზმები გამოიძახა, ნაცვლად იმისა, რომ ყველაზე განსხვავებული მოსაზრების მქონე ოპონენტებისათვის ტრიბუნა დაეთმო და ამის შემდეგ მოაწყო საკრებულოს შენობაში ეგზეკუცია", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, შეიძლება არასერიოზულად ჟღერდეს ამ მოწვევის საკრებულოს მუშაობის დასრულებამდე სამი კვირით ადრე მის მიერ საკრებულოს დატოვება, მაგრამ ეს მომხდარ მოვლენებზე რეაქციაა. ელისაშვილმა მოუწოდა კოლეგებს, ვისაც აქვს ღირსების განცდა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა დატოვონ თბილისის საკრებულო. ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ამით საკრებულოს დეპუტატები დაამტკიცებენ, რომ არ არიან "ერთი კაცის ნოტარიული ბიუროს ხმები და ყურმოჭრილი თანამშრომლები".

ელისაშვილის თქმით, საკრებულოს დატოვების შსესახებ მას განცხადება უკვე დაწერილი აქვს და საკრებულოს თავმჯდომარეს ჩააბარებს.