
ამომრჩეველთა სია მზად არის იმისთვის, რომ უზრუნველყოს არჩევნების სამართლიანად ჩატარება, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, "სრული პასუხისმგებლობით შეუძლია თქვას, რომ საქართველოს ამომრჩეველთა სიაში არ არის არც ერთი გაორება".
"შემიძლია ვთქვა, რომ 2014 წლიდან, რაც მე საარჩევნო ადმინისტრაციაში ვარ, ცესკოში სიასთან დაკავშირებით არ შემოსულა არც ერთი საჩივარი მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან გაიგებთ საარჩევნო სიის ხარვეზებზე საუბარს. ხაზს ვუსვამ, რომ სია გადაგზავნილი აქვს ყველა რეგისტრირებულ პარტიას და სადამკვირვებლო ორგანიზაციას და ეს არის გამჭვირვალე დოკუმენტი. შესაბამისად, მასში უზუსტობის, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ყველა მათგანს აქვს საშუალება მიმართოს ადმინისტრაციას.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საარჩევნო სია დგება არა კორპუსების, სკვერებისა და პარკების მიხედვით, არამედ მისამართების მიხედვით, რასთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც გვაწვდის იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო, ასევე შესაბამისი ორგანოები, მაგალითად, თავდაცვის სამინისტრო, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო და ა.შ. ამ მონაცემების საფუძველზე დგება ამომრჩეველთა სია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოს ამომრჩეველთა სიაში არ არის არც ერთი გაორება, იმიტომ რომ წარმოდგენილია უნიკალური პარამეტრი - ფოტოსურათი. არ არის გაორება, შესაბამისად, ამომრჩეველთა სია მზად არის იმისთვის, რომ უზრუნველყოს არჩევნების სამართლიანად ჩატარება.
რაც შეეხება გარდაცვლილ მოქალაქეებს, მოგეხსენებათ, რომ 3 ოქტომბრის შემდეგ სიაში ცვლილებები შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, თუ ამ პერიოდში ვინმე გარდაიცვლება, მასთან დაკავშირებით სიაში ინფორმაციის ცვლილება ვეღარ აისახება", - განაცხადა გიორგი შარაბიძემ.
რაც შეეხება იმას, რომ დღეს, 3 ოქტომბერს მოქალაქეების მიერ ამომრჩეველთა სიაში საკუთარი თავის გადამოწმების ვადა იწურება, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ამომრჩევლებს მოუწოდებს, მაქსიმალურად ისარგებლონ იმ შესაძლებლობებით, რომელსაც მათ ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაცია სთავაზობს.
"ჩემი თხოვნა და რეკომენდაციაა, მაქსიმალურად ისარგებლონ ჩვენი სერვისებით "იპოვე შენი თავი", "იპოვე შენი უბანი", რომელთა აპლიკაციაც ANDROID-ის და iOs-ის პლატფორმებზეც ხელმისაწვდომია ანუ მოქალაქეებს შეუძლიათ სიაში საკუთარი თავი სმარტფონის ან სხვა საშუალებით გადაამოწმონ.
ამასთან, ჩვენ გავაკეთეთ უნიკალური პროგრამა "ვესაუბრებით ამომრჩეველს", რომლის ფარგლებშიც საოლქო საარჩევნო კომისიებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები დადიოდნენ ხალხმრავალ ადგილებში, მაგალითად სავაჭრო ცენტრებსა და სადგურებში და უზრუნველყოფდნენ სიაში მოქალაქეების მონაცემების გადამოწმებას.
ჩემი რეკომენდაციაა, რომ დარჩენილი დღევანდელი დღეც მაქსიმალურად გამოიყენონ ამომრჩევლებმა იმისთვის, რომ უზრუნველყონ სიაში საკუთარი თავის გადამოწმება", - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ამომრჩეველთა სია მზად არის იმისთვის, რომ უზრუნველყოს არჩევნების სამართლიანად ჩატარება, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, "სრული პასუხისმგებლობით შეუძლია თქვას, რომ საქართველოს ამომრჩეველთა სიაში არ არის არც ერთი გაორება".
"შემიძლია ვთქვა, რომ 2014 წლიდან, რაც მე საარჩევნო ადმინისტრაციაში ვარ, ცესკოში სიასთან დაკავშირებით არ შემოსულა არც ერთი საჩივარი მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან გაიგებთ საარჩევნო სიის ხარვეზებზე საუბარს. ხაზს ვუსვამ, რომ სია გადაგზავნილი აქვს ყველა რეგისტრირებულ პარტიას და სადამკვირვებლო ორგანიზაციას და ეს არის გამჭვირვალე დოკუმენტი. შესაბამისად, მასში უზუსტობის, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ყველა მათგანს აქვს საშუალება მიმართოს ადმინისტრაციას.
საარჩევნო სია დგება არა კორპუსების, სკვერებისა და პარკების მიხედვით, არამედ მისამართების მიხედვით, რასთან დაკავშირებულ ინფორმაციასაც გვაწვდის იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო, ასევე შესაბამისი ორგანოები, მაგალითად, თავდაცვის სამინისტრო, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო და ა.შ. ამ მონაცემების საფუძველზე დგება ამომრჩეველთა სია. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოს ამომრჩეველთა სიაში არ არის არც ერთი გაორება, იმიტომ რომ წარმოდგენილია უნიკალური პარამეტრი - ფოტოსურათი. არ არის გაორება, შესაბამისად, ამომრჩეველთა სია მზად არის იმისთვის, რომ უზრუნველყოს არჩევნების სამართლიანად ჩატარება.
რაც შეეხება გარდაცვლილ მოქალაქეებს, მოგეხსენებათ, რომ 3 ოქტომბრის შემდეგ სიაში ცვლილებები შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, თუ ამ პერიოდში ვინმე გარდაიცვლება, მასთან დაკავშირებით სიაში ინფორმაციის ცვლილება ვეღარ აისახება", - განაცხადა გიორგი შარაბიძემ.
რაც შეეხება იმას, რომ დღეს, 3 ოქტომბერს მოქალაქეების მიერ ამომრჩეველთა სიაში საკუთარი თავის გადამოწმების ვადა იწურება, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ამომრჩევლებს მოუწოდებს, მაქსიმალურად ისარგებლონ იმ შესაძლებლობებით, რომელსაც მათ ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაცია სთავაზობს.
"ჩემი თხოვნა და რეკომენდაციაა, მაქსიმალურად ისარგებლონ ჩვენი სერვისებით "იპოვე შენი თავი", "იპოვე შენი უბანი", რომელთა აპლიკაციაც ANDROID-ის და iOs-ის პლატფორმებზეც ხელმისაწვდომია ანუ მოქალაქეებს შეუძლიათ სიაში საკუთარი თავი სმარტფონის ან სხვა საშუალებით გადაამოწმონ.
ამასთან, ჩვენ გავაკეთეთ უნიკალური პროგრამა "ვესაუბრებით ამომრჩეველს", რომლის ფარგლებშიც საოლქო საარჩევნო კომისიებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები დადიოდნენ ხალხმრავალ ადგილებში, მაგალითად სავაჭრო ცენტრებსა და სადგურებში და უზრუნველყოფდნენ სიაში მოქალაქეების მონაცემების გადამოწმებას.
ჩემი რეკომენდაციაა, რომ დარჩენილი დღევანდელი დღეც მაქსიმალურად გამოიყენონ ამომრჩევლებმა იმისთვის, რომ უზრუნველყონ სიაში საკუთარი თავის გადამოწმება", - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ.
მკითხველის კომენტარები
(0)