30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მსოფლიო
29.04.2018 / 09:04
შრიფტის ზომა:

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ფხუნგერის ბირთვულ პოლიგონს მაისში საბოლოოდ დახურავს

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ფხუნგერის ბირთვულ პოლიგონს მაისში საბოლოოდ დახურავს

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება ფხუნგერის ბირთვულ პოლიგონს მაისში საბოლოოდ დახურავს. ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პრესმდივანმა იუნ იონ ჩანმა განაცხადა. მისივე თქმით, ბირთვული პოლიგონის დემონტაჟის პროცესი საჯარო იქნება.

როგორც სამხრეთ კორეის პრეზიდენტის პრესმდივანმა განაცხადა, აღნიშნულის შესახებ შეთანხმებას კიმ ჩენ ინმა და მუნ ჩჟე ინმა 27 აპრილს გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა პირობა დადო, რომ ჟურნალისტებსა და უსაფრთხოების სფეროში ექსპერტებს მოიწვევს, რომლებიც დააკვირდებიან ბირთვული პოლიგონის დემონტაჟის პროცესს.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

იუნ იონ ჩანმა ასევე აღნიშნა, რომ კიმ ჩენ ინის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ფხენიანი და ვაშინგტონი შეძლებენ სანდო ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ჩრდილოეთ კორეა შეძლებს უარი თქვას ბირთვულ იარაღზე და ყურადღება გაამახვილოს ეკონომიკურ განვითარებაზე.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რამდენია თბილისის მერის მოადგილეების მიერ 2016 წელს აღებული პრემია? | Allnews.Ge

რამდენია თბილისის მერის მოადგილეების მიერ 2016 წელს აღებული პრემია?

2016 წლის განმავლობაში თბილისის ვიცე-მერმა და მოადგილეებმა პრემიის სახით ჯამში მიიღეს 7200 ლარი, - ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ინფორმაციით, წინა ხელისუფლების პირობებში მერის მოადგილეების მიერ წლის განმავლობაში აღებული პრემიის ოდენობა, ახლანდელი მოადგილეების მიერ აღებულ თანხას, საშუალოდ, 12-ჯერ აღემატება.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მერის მოადგილეების მიერ აღებული პრემიის ოდენობასთან დაკავშირებით.

ვინდა განვმარტოთ, რომ 2016 წლის განმავლობაში თბილისის ვიცე-მერმა და მოადგილეებმა პრემიის სახით ჯამში მიიღეს 7200 ლარი, რაც თითოეული მათგანის შემთხვევაში ერთჯერადად მიღებული სადღესასწაული პრემიაა - დაახლოებით 1400 ლარის ოდენობით.

იმისათვის, რომ საზოგადოება შეცდომაში არ იქნას შეყვანილი და არ შეიქმნას მცდარი წარმოდგენა, თითქოსდა, თბილისის მერიაში გაზრდილია ადმინისტრაციული ხარჯები, შედარებისთვის გვსურს აღვნიშნოთ, რომ მაგალითად, 2013 წელს თბილისის მერის მოადგილეების პრემიამ 127,187 ლარი შეადგინა. 2014 წელს კი 8 თვის განმავლობაში მოადგილეების მიერ პრემიის სახით მიღებულია 57, 850 ლარი, რაც იმას ნიშნავს, რომ წინა ხელისუფლების პირობებში მერის მოადგილეების მიერ წლის განმავლობაში აღებული პრემიის ოდენობა, ახლანდელი მოადგილეების მიერ აღებულ თანხას, საშუალოდ, 12-ჯერ აღემატება.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიაში მხოლოდ 2017 წელს ადმინისტრაციული ხარჯები მკვეთრად, 22,3 მლნ ლარით შემცირდა", - ნათქვამია განცხადებაში.