26 ოთხშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

გოგი წულაიამ ე.წ. უსაფრთხოების კუნძული დაანგრია | Allnews.Ge

გოგი წულაიამ ე.წ. უსაფრთხოების კუნძული დაანგრია

ქუთაისის მერობის კანდიდატმა საარჩევნო ბლოკი "დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოდან", გოგი წულაიამ ე.წ. უსაფრთხოების კუნძული თვითნებურად დაანგრია. წულაიას განცხადებით, ნიკეას ქუჩაზე, ახლად რეაბილიტირებულ გზაზე ე.წ. უსაფრთხოების კუნძული არასწორად არის გაკეთებული, რაც ავარიების მიზეზი ხდება.

"არასწორად გააკეთეს კუნძული, უსაფრთხოების ნაცვლად საფრთხეს ქმნის, ათობით მანქანა დაიმტვრა, ამიტომ მე თვითონ დავანგრევ", - განაცხადა გოგი წულაიამ. ადგილზე იმყოფებოდნენ ეუთო-ს დამკვირვებლები. წულაიამ ასევე საპატრულო პოლიცია გამოიძახა , თუმცა ადგილზე არც ერთი ეკიპაჟი არ მისულა.