
ისლანდიაში თავშესაფრის მოთხოვნაზე უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ ქართველ აპლიკანტებს ქვეყანას დაატოვებინებენ და მათ 2 წლის განმავლობაში შენგენის ზონაში შესვლა აეკრძალებათ, - ამის შესახებ ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის განახლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, რომელსაც ისლანდიის რესპუბლიკასა და დანიის სამეფოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გიგი გიგიაძე ავრცელებს.
როგორც ელჩმა აღნიშნა, საიმიგრაციო სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში დეტალური განმარტებებია მათთვის, ვინც უკვე მიმართა ან მომავალში აპირებს მიმართოს ისლანდიას თავშესაფრის მისაღებად.
"ვინაიდან საქართველო უსაფრთხო ქვეყნების დირექტორატის საემიგრაციო სიაშია, საიმიგრაციო დირექტორატის აზრით, ვითარება ზოგადად უსაფრთხოა და ხელისუფლებას შეუძლია შესთავაზოს მოქალაქეებს საკმარისი დაცვა. საქართველოს მოქალაქეებს, შესაბამისად არ სჭირდებათ საერთაშორისო მფარველობა(დაცვა).
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ისლანდია აღარ დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ
საიმიგრაციო სამსახურში შესული განაცხადები განიხილება პრიორიტეტული პროცედურებით და უარყოფილი იქნება რამდენიმე დღეში.
უარყოფილ აპლიკანტებს ქვეყანას დაატოვებინებენ და მათ 2 წლის განმავლობაში აეკრძალებათ შენგენის ზონაში შესვლა. აპლიკანტები პოლიციის მიერ რეგისტრირებულნი არიან, დაკითხული საიმიგრაციო დირექტორატის მიერ და მიიღებენ ისლანდიის წითელი ჯვრის კანონიერ დახმარებას.
19 ივლისს გამოქვეყნდა ისლანდიის საიმიგრაციო სამსახურის გადაწყვეტილება საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შესახებ. გამომდინარე აქედან, ისლანდია აღარ დააკმაყოფილებს საქართველოს მოქალაქეების განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ და ძალიან შემჭიდროვებულ ვადებში მათ სამშობლოში დააბრუნებს", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თბილისის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატ ალეკო ელისაშვილს ეგზიტპოლის შედეგების არ სჯერა. როგორც ელისაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2-ს" განუცხადა, ის დაელოდება ხმის დათვლის ოფიციალურ შედეგებს.
"რაც შეეხება ეგზიტპოლებს, რამდენიმე დღის წინ ვიყავი "რუსთავი 2-ში" და იქ ელენე ხოშტარიამ 38% მიიღო და მე 2%. ახლა ეგზიტპოლები ახალ სურათს ხატავს. ეგზიტპოლები არის ეგზიტპოლები, ეგზიტპოლები ტრადიციულად ჩვენთან ძალიან აცდენილია ხოლმე რეალობას. არჩევნები იმისთვის ტარდება, ბიულეტენები იმისთვის იბეჭდება, ურნა იმისთვის არსებობს, დამკვირვებლები და ხმის დამთვლებები იმისთვის არიან, რომ საბოლოო შედეგები მათგან უნდა გავიგოთ.
მე პასუხისმგებლობით და სერიოზულად ვუყურებ ამ პროცესს პრემიერ-მინისტრისა და სხვა მჩატე პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, ოფიციალურ შედეგებს ველოდები და ამის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. ეგზიტპოლების, სიმართლე გითხრათ, არ მჯერა. ჩემთვის სერიოზული იქნება ოფიციალური შედეგები, ის შედეგები, რომლებსაც მოგვაწვდიან ჩვენი დამკვირვებლები, გაავრცელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ა.შ.", - განაცხადა ელისაშვილმა, რომელმაც საარჩევნო პროცესს "ამაზრზენი" უწოდა და აღნიშნა, რომ დაახლოებით 10%-იანი გაყალბება იყო.
მისივე თქმით, სულ მცირე მეორე ტურის ალბათობა არის ძალიან დიდი. მანვე, ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
"პირველ რიგში, მხარდამჭერებს მინდა ვუთხრა მადლობა გულითადი მხარდაჭერისთვის. ღმერთია მოწმე, რომ არც ერთი თქვენგანი არც კოორდინატორს მოუყვანია, არც ძველ ბიჭს, არც საჯარო სამსახურში დაგვიბარებიხართ, თქვენ ქალაქის სიყვარულმა მოგიყვანათ არჩევნებზე. მეც და ჩემი დაკვირვებლებიც ბოლომდე ვიბრძოლებთ, რომ თითოეული ხმა დავიცვათ", - განაცხადა ელისაშვილმა.
მკითხველის კომენტარები
(1)
რას ერჩიან ამ გოგოს? ხელიდან წასული რომ არ არის?