07 ორშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მერიაში შესაცვლელი იქნება არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურების სტრუქტურები - ბექა ნაცვლიშვილი | Allnews.Ge

მერიაში შესაცვლელი იქნება არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურების სტრუქტურები - ბექა ნაცვლიშვილი

მერია უნდა გახდეს უფრო მოქნილი, შესაცვლელი იქნება არქიტექტურის სამსახურის სტრუქტურა, შესაცვლელი იქნება ურბანული დაგეგმარების სტრუქტურა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მერიას აქვს ბევრი გამოწვევა ის უნდა იყოს უფრო მოქალაქეებზე ორიენტირებული.

"მერია უნდა გახდეს უფრო მოქნილი და უნდა იყოს უფრო მოქალაქეზე ორიენტირებული. რაც ნიშნავს, რომ მოქალაქეების განცხადების შესწავლა უნდა ხდებოდეს უფრო ძირეულად, უფრო საფუძვლიანად. მოქალაქეების განცხადებებზე პასუხები უნდა იყოს ბევრად უფრო დეტალური, რათა მოქალაქეს ჰქონდეს განცდა, რომ რაღაცის გამოსწორება შეიძლება და იმ მიზნის მიღწევა, რომელი მიზანიც მოქალაქის განცხადებას ჰქონდა. ეს იყო მთავარი პრობლემა. ძირითადად საქმის წარმოებას რომ დააკვირდეთ, ესაა ფორმალური პასუხები, რომელიც, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ადამიანს ტოვებს გულგრილად ამ პროცესების მიმართ. რა თქმა უნდა, შესაცვლელი იქნება არქიტექტურის სამსახურის სტრუქტურა, შესაცვლელი იქნება ურბანული დაგეგმარების სტრუქტურა", - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

მისივე თქმით, არქიტექტურის სამსახურის სტრუქტურისა და ურბანული გეგმარების სტრუქტურის ცვლილება გამოიწვევს ქაოტურ მშენებლობაზე გადაწყვეტილებების შემცირებას.

"ესაა მთავარი, ამის განხორციელებას კახა კალაძე აპირებს, რადგან მის პრეზენტაციაში იყო ხაზგასმული ეს ყველაფერი. ელექტრონული ფორმით მოქალაქეებთან ურთიერთობაც ძალიან კარგია, უბრალოდ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რა ფორმის ურთიერთობებზე გვექნება საუბარი. თუ სოციალურ საკითხებს ავიღებთ, ხშირ შემთხვევაში იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დახმარების სურვილი აქვთ, წვდომა არ აქვთ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებებთან", - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი არჩევნების საკითხსაც შეეხო.

"რომელი პარტიებიც იყვნენ წარმოდგენილი, მითხარით მათი მსოფლმხედველობრივი განსხვავებები, ეს თითქმის არაა. ზოგიერთი უფრო მეტ პროდასავლურობას იჩემებს და ეს არის მათი ძირითადი განსხვავება. ეს პროდასავლურიც ხომ შინაარსისგან დაცლილი საკითხია", - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.