
არსებული ინფორმაციით, თბილისის ახალარჩეული მერი კახა კალაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ არჩილ თალაკვაძეს დედაქალაქის მთავრობაში გადასვლას სთავაზობს.
როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" არაოფიციალურად გახდა ცნობილი, კალაძის შეთავაზებაა, თალაკვაძემ ვიცე-მერის პოსტი დაიკავოს, თუმცა არსებული ინფორმაციით, თანამდებობრივ ცვლილებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, სავარაუდოდ, არ დათანხმდება.
არჩილ თალაკვაძე კალაძის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა.