პოლიტიკა
13.11.2017 / 07:11
შრიფტის ზომა:

არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებული კანდიდატები - ცესკო წინასწარ შედეგებს აქვეყნებს

ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს ასაჯაროებს.

როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არჩევნების მეორე ტურში 6 საარჩევნო ოლქიდან 5-ში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა, ხოლო ერთში დამოუკიდებელმა კანდიდატმა.

კერძოდ, ქუთაისში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ 87,55%-ით გაიმარჯვა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, რომელმაც მეორე ტურში არ მიიღო მონაწილეობა, თუმცა კანონის თანახმად, ბიულეტენზე მისი გვარი მაინც იყო დატანილი, ხმათა 12,45% მიიღო.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

რაც შეეხება თვითმმართველ თემებს, ყაზბეგის საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდარმა ალექსანდრე ზაგაშვილმა ხმათა 68,65%-ით გაიმარჯვა, მისმა კონკურენტმა "დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს" კანდიდატმა სანდრო ყამარაულმა 31,35% მიიღო.

წინასწარი მონაცემებით, ხაშურში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გიორგი გურასპაშვილმა ხმათა 61,31% დააგროვა და გაიმარჯვა, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა რამაზ ნოზაძემ - 38, 69%.

ბორჯომში, წინასწარი მონაცემებით, გამარჯვებულია "ქართული ოცნების" კანდიდატი ლევან ლიპარტია ხმათა 55.22%-ით, "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ კი ხმათა 44,78% მიიღო.

მარტვილში "ქართული ოცნების" კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ ხმათა 93,04%-ით გაიმარჯვა, ხოლო "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა მამუკა დანელიამ, რომელიც მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის მიუხედავად საარჩევნო ბიულეტენში მაინც ფიგურირებდა, ხმათა 6,96% დააგროვა.

რაც შეეხება ოზურგეთს, წინასწარი მონაცემებით, დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ ხმათა 50,11%-ით გაიმარჯვა, მისმა კონკურენტმა "ქართული ოცნების" კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ კი ხმათა 49,89% დააგროვა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებული კანდიდატები - ცესკო წინასწარ შედეგებს აქვეყნებს | Allnews.Ge