
მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, სამინისტროების რაოდენობა 13-მდე მცირდება. პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, აღმასრულებელი ხელისუფლება შემდეგი სამინისტროებით იქნება წარმოდგენილი: გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების; კულტურისა და სპორტის; განათლებისა და მეცნიერების; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების; თავდაცვის; იუსტიციის; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; საგარეო საქმეთა; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; ფინანსთა; შინაგან საქმეთა; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები.
პროექტის მიხედვით, ენერგეტიკის სამინისტროს უფლებამონაცვლე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ხდება. ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა. ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცემა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები, ბუნებრივი რესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულის მართვის მიმართულებით.
პარლამენტში წარდგენილი პროექტის გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა სასარგებლო წიაღისეულისა) გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროში ერთიანდება.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი ახალგაზრდობის საქმეთა მართვის მიმართულებით (მათ შორის ცენტრალური აპარატის შესაბამისი ნაწილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის შესაბამისი იურიდიული პირები) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცემა, ხოლო სპორტის მართვის მიმართულება კულტურის სამინისტროს გადაეცემა, რომელიც კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელწოდებით ყალიბდება.
ამასთან, უშუალოდ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით უქმდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.
მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იქნება ინიცირებული.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, სამინისტროების რაოდენობა 13-მდე მცირდება. პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, აღმასრულებელი ხელისუფლება შემდეგი სამინისტროებით იქნება წარმოდგენილი: გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების; კულტურისა და სპორტის; განათლებისა და მეცნიერების; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების; თავდაცვის; იუსტიციის; ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის; საგარეო საქმეთა; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის; ფინანსთა; შინაგან საქმეთა; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები.
პროექტის მიხედვით, ენერგეტიკის სამინისტროს უფლებამონაცვლე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ხდება. ენერგეტიკის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები ეკონომიკის სამინისტროს გადაეცემა. ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაეცემა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები, ბუნებრივი რესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულის მართვის მიმართულებით.
პარლამენტში წარდგენილი პროექტის გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა სასარგებლო წიაღისეულისა) გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროში ერთიანდება.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი ახალგაზრდობის საქმეთა მართვის მიმართულებით (მათ შორის ცენტრალური აპარატის შესაბამისი ნაწილი და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის შესაბამისი იურიდიული პირები) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცემა, ხოლო სპორტის მართვის მიმართულება კულტურის სამინისტროს გადაეცემა, რომელიც კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელწოდებით ყალიბდება.
ამასთან, უშუალოდ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით უქმდება სახელმწიფო მინისტრის აპარატი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში.
მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იქნება ინიცირებული.
მკითხველის კომენტარები
(1)
ახალგაზრდებო,სახელმწიფოს და მისი დანიშნულების ამ ფუნქციონალური დატვირთვისას ,ჩვენ რომ გვაქვს უკვე ასი წელია,გინდა 13 სამინისტრო გქონია და გინდა 33 ,შედეგი იქნება იგივე,რაც აქამდე გვქონია !<br />სახელმწიფო და მისი ყველა ინსტიტუტი რეპრესიულია,ის საკონტროლო სადამსჯელო ანაქრონისტულ პროსაბჭოთა ფუნქციას ასრულებს ისევ,თავის თავს იცავს სამართლებრივადაც და ძალმომრეობითაც მისივე ხალხისაგან,კანონმდებლობაშია ჩადებული ,რომ ხალხია სახელმწიფოს მტერი,ბოროტი არგადამხდელი,ქურდი და ბაცაცა,ნარკომანი და ნარკოდილერი,მავნებელი,ჯაშუში და აწ უკვე რუსეთუმეც(ეს ადრე არ ითვლებოდა დანაშაულად ),ლგტბ და უცხოტომელთა ,ცოლთა და ქმართა უფლებათა შემლახავი !<br />ანუ ესაა სატუსაღო,სადაც ზედამხედველი და ჯალათი ხელისუფლებაა,პატიმარი კი ქართველი ერის დანარჩენი „უვარგისი“ ნაწილი და მას კოლონიის სამკერვალოში აკერვინებენ საცვლებს-ციხეში ბევრია საჭიროო ,კვებავენ ბალანდითა და ტყუილებით !<br />ახალგაზრდებო,სეთურის ხვრელია ესა,საიდანაც იწყება , კვლავ იქ გამოვა !