30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
01.12.2017 / 11:12
შრიფტის ზომა:

გვიქმნის თუ არა საფრთხეს ჩატაევის საქართველოში ლიკვიდირება - ექსპერტების შეფასებები

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირიბელი ერთ-ერთი ადამიანი აჰმედ ჩატაევი იყო. საერთაშორისო ტერორისტის საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენის ფაქტის შესაფასებლად Allnews.ge ექსპერტებს დაუკავშირდა.

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევათა ფონდის ექსპერტის, ნოდარ ხარშილაძის თქმით, აჰემდ ჩატაევი ჩვეულებრივი ტერორისტი იყო, რომლის ლიკვიდირებაც საქართველოში მოხდა, თუმცა ამაში საგანგაშო არაფერია. ნოდარ ხარშილაძე ამ ფაქტთან დაკავშირებით რაიმე შურისძიების ფაქტებს გამორიცხავს და ამბობს რომ ამ შემთხვევაში მთავარი პრობლემა ის იყო, რომ აჰმედ ჩატაევი საქართველოს ტერიტორიაზე რამდენჯერმე იყო და ამ ფაქტს დროული რეაგირება არ მოჰყვა, უფრო მეტიც ის პატიმრობიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლეს, რაც ექსპერტის თქმით, დიდი შეცდომა იყო.

ახმედ ჩატაევმა სპეცოპერაციისას თავი აიფეთქა - სუს-ი

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი გაუჩნდა საქართველოს ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარეს დავით სიხარულიძეს.

"ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმ კითხვებს გაეცეს პასუხი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აქვს. ამ ბრიფინგიდან გამომდინარე ჩემს კითხვებზე პასუხი არ მაქვს. როგორ მოხდა რომ ჩატაევი მოხვდა საქართველოს ტერიტორიაზე. ეს ძალიან დიდ პრობლემად მიმაჩნია, რადგან ის სამართალდამცველებისთვის ცნობილია, რადგან ის იჯდა ციხეში და დარწმუნებული ვარ მისი მაიდენტიფიცირებელი ძალიან ბევრი კომპონენტი, მათ შორის ბიომეტრიული მაიდენტიფიცირებლებიც ცნობილია"- განაცხადა დავით სიხარულიძემ და აღნიშნა, რომ უმთავრესი შეკითხვა არის, როგორ მოხვდა აჰმედ ჩატაევი საქართველოში, რას გეგმავდნენ ეს ადამიანები, რა დაჯგუფება იყო და როგორ მოხვდა ამ ადამიანების ხელში იარაღი.

"მოკლედ რომ ვთქვათ ძალიან ბევრი თემაა, რომელიც უსაფრთხოებას შეეხება. ვფიქრობ რომ საქართველოს საზღვრებზე კონტროლის სისუსტე არსებობს. ასევე საინტერესოა ამდენ ხანს შეუმჩნევლად როგორ დარჩნენ ისინი ქვეყანაში და რატომ არ მოხვდნენ ოპერატიული სამსახურის ინტერესის სფეროში", - აღნიშნა სიხარულიძემ.

რაც შეეხება ტერორიზმის საფრთხეს, როგორც სიხარულიძემ აღნიშნა, ეს საფრთხე მთელ მსოფლიოშია და საქართველო გამონაკლისი არ არის.

"ზოგადად, ტერორიზმი მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის არის დიდი საფრთხე. ბოლო ათეული წელია კიდევ უფრო გაიზარდა ეს საფრთხე. ისევე როგორც მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის, საქართველოსთვისაც წარმოადგენს ტერორიზმი საფრთხეს. საქართველოს ბევრად უფრო დიდი და სერიოზული გამოწვევები აქვს. ეს არის რუსული ჰიბრიდული ომი, რომელიც პირდაპირ მიმართულია საქართველოს სახელმწიფოებრიობის, მისი არსებობის წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები. შესაბამისად, ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურა და ეროვნული უსაფრთხოების მყარი, მკაფიო გადანაწილებული როლი აუცილებელია.

უსაფრთხოების სისტემის გააზრებული რეფორმაა გასატარებელი, თუმცა გააზრებულად, კონცეპტუალური ხედვის საფუძველზე. აუცილებელია შესაბამისი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბება და მისი ანგარიშვალდებულების გაზრდა“,- განაცხდა დავით სიხარულიძემ.

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე აჰმედ ჩატაევის საქართველოში შემოსვლის საკითხზე მსჯელობისას მისი შემოპარების ვერსიას ეყრდნობა და ამბობს, რომ იმ ადამიანმა, ვინც ჩატაევის შემოპარებას შეუწყო ხელი აუცილებლად უნდა დაისაჯოს.

"ჩატაევის გარდაცვალების შემდეგ რთული სათქმელია მომდინარეობს თუ არა საფრთხე ისლამური სახელმწიფოსგან, რადგან "ისლამურ სახელმწიფოში" უფრო იციან სიმართლე სპეცოპერაციის თაობაზე, ვიდრე ჩვენ "- განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

მკითხველის კომენტარები
(2)

სვანი
01 დეკემბერი , 2017 14:12

აღნიშნული ფაქტი საუკეთესო მაგალითია იმისა, რომ ჩვენ , სამწუხაროდ, სახელმწიფო არ გვაქვს. ყველა სფერო(საზღვარი, სასამართლო...) კორუმპირებულია, ფულისთვის ჩატაევს კი არა დედას გაყიდიან. ვერ იცნეს ცალხელიანი და ცალფეხიანი სტუმარი, ვისაც მთელი მსოფლიო დასდევდა, და შემოეპარათ(!?). სამარცხვინოები. თქვენი არ ვიცი, ბატონო დავით, ყოფილი მინისტრი რაღაცათი მაინც იქნებით დაცული, მე კი ძალიან მეშინია, ამ უნიათო ხელისუფლების ხელში(ცნობისათვის: მე და ჩემი ოჯახი ოცნების დიდი ფავორიტები ვართ)

ორთაჭლელი
01 დეკემბერი , 2017 13:12

შენ ვიღას დაეკარგე ბიჯოოო, შენი ადგილი ნახე რა!!!

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

გვიქმნის თუ არა საფრთხეს ჩატაევის საქართველოში ლიკვიდირება - ექსპერტების შეფასებები | Allnews.Ge