ბაღდათის ყოფილმა გამგებელმა, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
ბაღდათის ყოფილმა გამგებელმა ირაკლი გეგეშიძემ, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის გარდაცვლილი თბილისში, საკუთარ ბინაში გუშინ იპოვეს.
ირაკლი გეგეშიძეს ბაღდათის გამგებლის პოსტი 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად იკავებდა.
2016 წელს ირაკლი გეგეშიძე დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტზე დააკავეს. მოგვიანებით ის გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა და მომხდარის გამო თანადებობაც დატოვა.