
მეტი ქალი პოლიტიკაში, მეტი ქალი საჭესთან, მეტი ქალი ბიზნესში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კონფერენციის "საქართველო - თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად" შეფასებისას განაცხადა, რომლის მიზანია, საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა.
"2014 წლიდან მთავრობისთვის ქალთა უფლებების დაცვა, ქალთა გაძლიერება, ქალთა მონაწილეობის გაზრდა წარმომადგენლობით ორგანოებში, აღმასრულებელ ხელისუფლებებში არის პრიორიტეტი. მიმაჩნია, რომ კვოტირების მექანიზმი საშუალოვადიან პერიოდში არის საუკეთესო გარანტია იმისთვის, რომ ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში გაიზარდოს. რაც შეეხება პარლამენტს, ის მომდევნო წლებში იქნება ინიციატორი, რომ ქალთა მონაწილეობა გაიზარდოს პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ პროცესებში; გაიზარდოს მათი ხელმისაწვდომობა და წარმომადგენლობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე. ქალთა უფლებების დაცვა არის ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
კონფერენციაზე განიხილება სავალდებულო გენდერული კვოტების ინიციატივა, რომელზეც პარლამენტი იმსჯელებს. ინიციატივა პარლამენტში 37 000 მოქალაქის ხელმოწერით შევიდა და ითვალისწინებს პარტიულ საარჩევნო სიებში 50%-იან ქალთა წარმომადგენლობას. ინიციატივა არ ეხება მაჟორიტარულ სისტემას. ინიციატივა პარლამენტში სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე გავა.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
მეტი ქალი პოლიტიკაში, მეტი ქალი საჭესთან, მეტი ქალი ბიზნესში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კონფერენციის "საქართველო - თანაბარი მონაწილეობის მისაღწევად" შეფასებისას განაცხადა, რომლის მიზანია, საქართველოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა.
"2014 წლიდან მთავრობისთვის ქალთა უფლებების დაცვა, ქალთა გაძლიერება, ქალთა მონაწილეობის გაზრდა წარმომადგენლობით ორგანოებში, აღმასრულებელ ხელისუფლებებში არის პრიორიტეტი. მიმაჩნია, რომ კვოტირების მექანიზმი საშუალოვადიან პერიოდში არის საუკეთესო გარანტია იმისთვის, რომ ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში გაიზარდოს. რაც შეეხება პარლამენტს, ის მომდევნო წლებში იქნება ინიციატორი, რომ ქალთა მონაწილეობა გაიზარდოს პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ პროცესებში; გაიზარდოს მათი ხელმისაწვდომობა და წარმომადგენლობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობებზე. ქალთა უფლებების დაცვა არის ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
კონფერენციაზე განიხილება სავალდებულო გენდერული კვოტების ინიციატივა, რომელზეც პარლამენტი იმსჯელებს. ინიციატივა პარლამენტში 37 000 მოქალაქის ხელმოწერით შევიდა და ითვალისწინებს პარტიულ საარჩევნო სიებში 50%-იან ქალთა წარმომადგენლობას. ინიციატივა არ ეხება მაჟორიტარულ სისტემას. ინიციატივა პარლამენტში სავარაუდოდ, საგაზაფხულო სესიაზე გავა.
მკითხველის კომენტარები
(0)