28 პარასკევი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

იერუსალიმის საკითხზე გადაწყვეტილებას პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე მივიღებთ - მიხეილ ჯანელიძე | Allnews.Ge

იერუსალიმის საკითხზე გადაწყვეტილებას პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე მივიღებთ - მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, იერუსალიმის საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები ამ დრომდე მიმდინარეობს.

როგორც ჯანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იერუსალიმის საკითხი არის სენსიტიური თემა და გადაწყვეტილებას პარტნიორებთან კონსულტაციების შესაბამისად მიიღებენ.

"ეს არის ძალიან სენსიტიური თემა. გვაქვს კონსულტაციები ჩვენს პარტნიორებთან და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებას", – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპმა სხვა ქვეყნების მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარების საკითხზე განცხადება გააკეთა.

ტრამპი დაფინანსებას შეუწყვეტს იმ ქვეყნებს, რომლებიც იერუსალიმის სტატუსთან დაკავშირებით ამერიკის წინააღმდეგ წავლენ

"ისინი ასობით მილიონ დოლარს იღებენ ჩვენგან და მილიარდებსაც. შემდეგ კი ჩვენს წინააღმდეგ აძლევენ ხმას. ჩვენ დავაკვირდებით იმ ხმებს. დაე, მისცენ ჩვენს წინააღმდეგ ხმა. ბევრ თანხას დავზოგავთ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.