31 ორშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
21.12.2017 / 11:12
შრიფტის ზომა:

მადლობა მაქვს გადასახდელი, რომ პრემიერმა კვირიკაშვილმა ცივი იარაღი არ გამოიყენა - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, დღესაც აპირებს გამოიყენოს თავისი უფლება და სამთავრობო გუნდს მწვავე კითხვები დაუსვას.

მელიამ გუშინდელ ფაქტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" დაამკვიდრა ახალი მოცემულობა, როდესაც კრიტიკული კითხვები პროვოკაციად ითვლება.

"ქართულმა ოცნებამ", პრემიერმა კვირკაშვილმა და მინისტრთა კაბინეტმა ახალი მოცემულობა შექმნა და დაამკვიდრეს რეალობა, როცა ისინი პროვოკაციად თვლიან ოპოზიციის მხრიდან დასმულ მწვავე კითხვებს. მე მაპატიეთ, მაგრამ აბა რას ელოდებიან ჩემგან, ან სხვა ოპოზიციონერებისგან? ქებას დავუწყებთ მაშინ, როდესაც 5 წლის განმავლობაში ქვეყანას ვერ სთავაზობენ გამოსავალს, როდესაც ვერ სთავაზობენ განვითარების ვერანაირ გეგმას, მაშინ, როდესაც ცხოვრების დონე გაძვირდა 50%-ით, შიმშილობს მოსახლეობის უმატესობა, შემოსავალი და პენსია იგივე დარჩა, როდესაც ადამიანებს ვალის გამო ქონება დაუყადაღდათ და იმედიც არ აქვთ, როცა ახალგაზრდობა ცდილობს ქვეყნიდან თავის დაღწევას და ბევრი სხვა? რას ელოდება, რომ დითირამბებით გუნდრუკის ქნევას დავუწყებ? ბუნებრივია, არ მაინტერესებს მოქალაქე გიორგი კვირიკაშვლი, მე მაინტერესებს რას აკეთებს პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი. რა გეგმა აქვს, რას გულისხმობს მისი ოთხი პუნქტი? ყველაფერზე საუბრობს ამ გემაში, გარდა სოციალურ-ეკონომიკური ვითარებისა. ეს მთავრობა არის საშოვარზე მოსული ხელისუფლება, რომელმაც რეალურად ქვეყანა გააღატაკა. ამას არ სჭირდება პარლამენტარის კომენტარი და მწვავე კითხვა ქუჩებში ჩანს. იქითკენ მიყავთ ახლა საქმე, მადლობა მაქვს მოსახდელი, რომ ცივი იარაღი არ გამოიყენა პრემიერმა კვირიკაშვილმა," - განაცხადა ნიკა მელიამ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

კითხვაზე, რამდენად არის კრიტიკული კითხვა, როდესაც პერმიერს უნამუსოს უწოდებს, მელიამ აღნიშნა:

"კრიტიკულია კითხვა ადამიანის გატაცებაზე, კრიტიკულია, როდესაც ადამიანი ნაცემია საკუთარ სახლთან, მაშინ როდესაც მინი ომი მოაწყვეს ტერორისტებმა. კითხვას უსვამ ადამიანს, როგორ მოხდა ეს და ერც ერთ კითხვას პასუხს არ სცემს. ბუნებრივია, ეს არის უნამუსობა და უპასუხისმგებლობა.

მოვუწოდებ მთავრობას, ხელისუფლებაში ყოფნის დროს რამე მაინც გააკეთოს ხალხისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საუბარი მათთვის მგლის თავზე სახარების კითხვას ჰგავს, მაინც ვაპირებ, გამოვიყენო ჩემი კუთვნილი დრო და კიდევ ერთხელ ჩავახედო პოლიტიკურ სარკეში - რა აკეთებენ და რის საკეთებლად მოვიდნენ," – განაცხადა ნიკა მელიამ.

მკითხველის კომენტარები
(2)

ლუხო
21 დეკემბერი , 2017 17:12

შენ მელია ხარ, კვირიკაშვილი ტურაა,<br />შენ არამზადა ხარ, კვირიკაშვილი ბილწი,<br />მე თქვენთან ჭიქა ღვინოს არ ავწევ,<br />რადგან არც ერთს არა გაქვთ ღ<br />ირსების ნიჭი.

ზაზა
21 დეკემბერი , 2017 12:12

მაგარი არაადეკვატური ტიპია კიტხვის დასმა თუ პირად შეაურაწყოფას ნიშნავდა ეგ არვიცოდი.სასროლი კიხართ ისე შენ და შენი ბანდა მარა გიშველათ ბიძინამ კოჰაბიტაციით თავის დროზე ხოდა იმ ერთი ანდაზის არიყოს ტილს ფეხზე რო დაისვამ თავზე აგაბობღდებაო ეგ გამოვიდა.

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

მადლობა მაქვს გადასახდელი, რომ პრემიერმა კვირიკაშვილმა ცივი იარაღი არ გამოიყენა - ნიკა მელია | Allnews.Ge