09 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
საინტერესო
25.08.2020 / 06:08
შრიფტის ზომა:

რატომ არ შეიძლება ნადგომი ჩაის დალევა

რატომ არ შეიძლება ნადგომი ჩაის დალევა

ჩინელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს დასკვნა, სადაც ნათქვამია, რომ შავ ჩაიში მავნე ნივთიერებები დაყენებიდან 15 წუთში გროვდება, ხოლო მეორე დილით სასმელი სრულიად ტოქსიკური ხდება!

რამდენად სიმართლეს შეესაბამება ჩინელი მეცნიერების დასკვნა?

ჩინელების დასკვნას ეხმაურება ცნობილი ექიმი დიეტოლოგი ელენე სოლომატინა :

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

"როგორ იწყება სასმელის გაუარესება?: ჩაი შეიცავს სხვადასხვა ეთერზეთებს და როდესაც მასზე მდუღარე წყალს ვასხამთ, ამ ზეთის ზოგიერთი ნაწილი გამოდის ჩაის ნაყენიდან, თხელი ფენა ვრცელდება წყლის ზედაპირზე და ილექება ჭიქის კედლებზე . ექსპერტის თქმით, შეიძლება ჩაის დალევისას ეს მოვლენა ვერც შევამჩნიოთ, მაგრამ შემდეგ, თუ ჭიქაში ჩაის დავტოვებთ, მაშინ უკვე ადვილად დავინახავთ, ეს თხელი შეიცავს ორგანულ ნაერთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, მათ შორის ტანინს და სხვა. ჰაერთან კონტაქტის დროს, ეს ნივთიერებები მჟავდება, რა დროსაც ნაყენში ჩნდება პათოგენური მიკროფლორა. განსაკუთრებით, თუ ჩაი შაქარში გახსნილია - ბოლოს და ბოლოს, უცხო ფლორის განვითარებისთვის შესანიშნავი პირობებია - თბილი, ნოტიო და ტკბილი მკვებავი საშუალება.

თუ ჩაის ნაყენი მთელი ღამე იდგა, ამ დროს იწყება ობის სოკოების განვითარება, რომელიც ორგანიზმს მიკოტოქსინებით წამლავს. უფრო მეტიც, იმდენად სიცოცხლისუნარიანია, რომ ამ ჩაის ნაყენს სუფთა მდუღარე წყალიც რომ დავამატოთ. ხელახლა მოხმარებული ჩაის დალევისას, ჩვენ ვიღებთ იგივე რაოდენობის მიკოტოქსინებს ჩვენს ორგანიზმში.

რა თქმა უნდა, თქვენ არ მოიწამლებით ასეთი ჩაით, - განმარტავს ექსპერტი. მაგრამ ჩვენი სხეული იწყებს ამ პათოგენურ მიკროფლორასთან ბრძოლას, კარგავს ენერგიასა და რესურსებს.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ევროკავშირმა საქართველოს რეფორმების მხარდასაჭერად 140 მილიონი ლარი გამოუყო | Allnews.Ge

ევროკავშირმა საქართველოს რეფორმების მხარდასაჭერად 140 მილიონი ლარი გამოუყო

2017 წელს რეფორმების მხრივ მიღწეული წინსვლის საერთო აღიარების საფუძველზე, ევროკავშირმა საქართველოს 140 მილიონი ლარის (48.1 მილიონი ევრო) მოცულობის დახმარება გამოუყო გრანტის სახით.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, რეფორმები მოიცავდა შემდეგ სფეროებს: ვაჭრობისა და ბიზნესის განვითარება, პროფესიული განათლება და დასაქმება, სოფლის მეურნეობა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაცია. დახმარება ასევე გამოიყო საქართველოს მართლმსაჯულების სფეროს, საჯარო ადმინისტრირების, საჯარო ფინანსების მართვისა და რეგიონული განვითარების პოლიტიკისთვის.

თანხების გამოყოფა ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამების ფარგლებში ხდება, რომლებიც მთავრობასთან ერთად ხორციელდება.

დამოუკიდებელი ანგარიშების საფუძველზე, ევროკავშირმა შეაფასა მიღწეული წინსვლა შემდეგ სფეროებში: ევროკავშირი-საქართველოს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცისა (DCFTA) და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების (SMEs) მხარდაჭერა, დასაქმება, პროფესიული განათლება და ტრენინგი, სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება (ENPARD II), საქართველოში კონფლიქტით დაზარალებული/იძულებით გადაადგილებული პირებისა და მათი მასპინძელი თემების მხარდაჭერა, რეფორმების მხარდაჭერა მართლმსაჯულების სფეროში, საჯარო მმართველობის რეფორმა, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში, საქართველოში რეგიონული განვითარების პოლიტიკის განხორციელების მხარდაჭერა.

ცნობისთვის, საბიუჯეტო დახმარება ევროკავშირის თანამშრომლობის ინსტრუმენტია, რომელიც მოიცავს სახსრების პირდაპირ გადარიცხვას პარტნიორი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტში. სახსრები გამოიყოფა ყოველწლიურად და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც წინასწარ შეთანხმებული შედეგები მიიღწევა. მთავრობას მოეთხოვება შეინარჩუნოს მიღწეული შედეგების დამაკმაყოფილებელი მაჩვენებელი მაკროეკენომიკური პოლიტიკის, საჯარო ფინანსების მართვის და ბიუჯეტის გამჭვირვალობის მხრივ, რაც მოიცავს ყველა გადასახადს.