
1-ელი მარტიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩასართავად ახალი კრიტერიუმები ამოქმედდება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. მისი თქმით, სელექტიური კონტრაქტირება პირველ რიგში დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის მიმართულებას შეეხება.
"ეს არის პირველი ნაბიჯი იმ რეფორმების, რომლის შესახებაც განაცხადა ჯანდაცვის სამინისტრომ. კერძოდ, ეს არის სელექტიური კონტრაქტირება სამედიცინო დაწესებულებების, რომლის ამოცანაც არის უფრო მაღალი ხარისხის დანერგვა. პირველ ეტაპზე ეს შეეხო ყველაზე უფრო მნიშვნელოვან მიმართულებას - დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობას.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
შემოვიდა დამატებითი კრიტერიუმები, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში დიდ ქალაქებში სამედიცინო დაწესებულებებს შესაძლებლობა ექნებათ, საყოველთაო ჯანდაცვაში ჩაერთონ. ეს კრიტერიუმი მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, დაწყებული ინფექციებზე კონტროლის ხარისხით, ახალშობილთა და ორსულთა მოვლით და ასევე, გარკვეულ ინფრასტრუქტურულ და აღჭურვილობით კრიტერიუმებს.
ამ ინიციატივას წინ უძღვოდა 2-წლიანი მუშაობა, როდესაც მთელი საქართველოს მასშტაბით შეფასდა სამედიცინო დაწესებულებები დედათა და ბავშვთა მიმართულებით. განისაზღვრა ის აუცილებელი ცვლილებები, რომელიც უკვე უახლოეს დღეებში შევა ძალაში. ჩვენ ვფიქრობთ, უკვე 1-ელი მარტიდან ეს ახალი კრიტერიუმები ამოქმედდება. მიზანია, შეჯამებულად უზრუნველყოს უფრო მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება და ხარჯეფექტური მოვლა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
აღმოსავლეთმცოდნე ზურაბ ბატიაშვილის აზრით, ირანში რეჟიმის ცვლილება ნაკლებად მოსალოდნელია და ამ ქვეყანაში ლიბერალური დემოკრატია მარტივად ვერ დამკვიდრდება.
როგორც ბატიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" ირანში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა, ირანში პროტესტი, უპირველეს ყოვლისა, სოციალურ-ეკონომიკურმა პრობლემებმა გამოიწვია.
ქალები ჰიჯაბების გარეშე და ათასობით ადამიანი ქუჩაში - რას აპროტესტებენ ირანში?
"ირანში არის უმუშევრობის მაღალი დონე - 12%. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ახალგაზრდებში, რომელთა 1/3 არის უმუშევარი. ყოველწლიურად ირანის მოსახლეობა 1 მილიონით იზრდება. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მინიმუმ 1 მილიონი სამუშაო ადგილის შექმნა, რაც არც ისე მარტივია. ამას დაერთო ფასების ზრდა, კორუფცია და შემდეგ აქციის მონაწილეთა მოთხოვნები ნაწილობრივ პოლიტიკურ ლოზუნგებში გადაიზარდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ყველა რეფორმისტული ჯგუფი არ იზიარებს მოთხოვნებს, ბევრი გაემიჯნა კიდეც, ვინაიდან ბევრგან პროტესტი გადაიზარდა ძალადობაში. ჩატარდა პროსამთავრობო აქციებიც. ვფიქრობ, ნაკლებად მოსალოდნელია რეჟიმის ცვლილება და ირანში მარტივად ვერ დამკვიდრდება ლიბერალური დემოკრატია, რისი იმედიც დასავლეთში შეიძლება ჰქონდეთ. აქ გასათვალისწინებელია ირანის სპეციფიკა, რომელსაც სულ სხვა ტრადიციები გააჩნია და განსხვავებული ისტორია აქვს", - განაცხადა ბატიაშვილმა.
როგორი იყო ირანი ისლამურ რევოლუციამდე
რაც შეეხება გარე ძალების შესაძლო ჩარევას ირანში მიმდინარე პროცესებში, ბატიაშვილის აზრით, ასეთ შემთხვევასთან ნაკლებად გვაქვს საქმე.
"ეს სპონტანური აქციებია, არ ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი, არ აქვს გამოკვეთილი ლოზუნგები, რაც აჩვენებს, რომ პროტესტი ერთი ცენტრიდან არ არის გამოსული", - დასძინა ბატიაშვილმა.
თეირანში, მეშჰედში, ისპაჰანსა და ირანის სხვა დიდ ქალაქებში მასობრივი აქციები 28 დეკემბრიდან დაიწყო. ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, აქციები შიდა პრობლემებით და გარე ძალების წაქეზებით არის გამოწვეული.
მკითხველის კომენტარები
(0)