
დამოუკიდებელმა ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ექსპერტიზაში უკვე ჩაერთო. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი გუშინ საღამოს მოაწერა, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე თუ რა ღონისძიებებს გაატარებს, კონფიდენციალურობიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს.
"გუშინ საღამოს ადვოკატთან მქონდა შეხვედრა, ვისაუბრეთ და გავაფორმეთ ხელშეკრულება ექსპერტიზაში მონაწილეობაზე. შეიძლება ითქვას, უკვე დავიწყე მუშაობა, თავდაპირველად დოკუმენტებს გავეცნობი, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები, ადვოკატის მოთხოვნაა, რომ არ ვისაუბრო", - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
რაც შეეხება იმას, ხომ არ განხორციელდა შემთხვევის ადგილზე გარკვეული ცვლილებები ან მისთვის ხელისშემშლელი ხომ არ იქნება საგამოძიებო უწყებების მიერ მაჩალიკაშვილის ოთახში გუშინ ჩატარებული მოქმედებები, მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ რამდენადაც მან იცის, შემთხვევის ადგილი დაცულია.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"არ ვიცი შემთხვევის ადგილი არის თუ არა შეცვლილი. როგორც ადვოკატისგან ვიცი, დაცულია შემთხვევის ადგილი, მაგრამ საგამოძიებო უწყებების მიერ დათვალიერების შემდეგ შეიცვალა თუ არა - უბრალოდ, არ ვიცი", - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
მაია ნიკოლეიშვილი ვერ პროგნოზირებს, რა დრო დასჭირდება მის ექსპერტულ დასკვნას. საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვის გადაწყვეტილება მაჩალიკაშვილების ოჯახმა მიიღო.
26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. ის ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
დამოუკიდებელმა ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ექსპერტიზაში უკვე ჩაერთო. როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა, შესაბამის ხელშეკრულებას ხელი გუშინ საღამოს მოაწერა, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე თუ რა ღონისძიებებს გაატარებს, კონფიდენციალურობიდან გამომდინარე ვერ ისაუბრებს.
"გუშინ საღამოს ადვოკატთან მქონდა შეხვედრა, ვისაუბრეთ და გავაფორმეთ ხელშეკრულება ექსპერტიზაში მონაწილეობაზე. შეიძლება ითქვას, უკვე დავიწყე მუშაობა, თავდაპირველად დოკუმენტებს გავეცნობი, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები, ადვოკატის მოთხოვნაა, რომ არ ვისაუბრო", - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
რაც შეეხება იმას, ხომ არ განხორციელდა შემთხვევის ადგილზე გარკვეული ცვლილებები ან მისთვის ხელისშემშლელი ხომ არ იქნება საგამოძიებო უწყებების მიერ მაჩალიკაშვილის ოთახში გუშინ ჩატარებული მოქმედებები, მაია ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ რამდენადაც მან იცის, შემთხვევის ადგილი დაცულია.
"არ ვიცი შემთხვევის ადგილი არის თუ არა შეცვლილი. როგორც ადვოკატისგან ვიცი, დაცულია შემთხვევის ადგილი, მაგრამ საგამოძიებო უწყებების მიერ დათვალიერების შემდეგ შეიცვალა თუ არა - უბრალოდ, არ ვიცი", - განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.
მაია ნიკოლეიშვილი ვერ პროგნოზირებს, რა დრო დასჭირდება მის ექსპერტულ დასკვნას. საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვის გადაწყვეტილება მაჩალიკაშვილების ოჯახმა მიიღო.
26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. ის ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.
მკითხველის კომენტარები
(0)