კულტურა
15.05.2018 / 08:05
შრიფტის ზომა:

როგორ მოხვდა 26 წლის ქართველი გოგონა "ბალენსიაგაში"?

როგორ მოხვდა 26 წლის ქართველი გოგონა "ბალენსიაგაში"?

26 წლის სალომე სულავა დემნა გვასალიასთან ერთად, კიდევ ერთი ქართველია "ბალენსიაგაში", რომელიც უკვე ერთი წელია გაყიდვების დირექტორის ასისტენტის პოზიციას იკავებს, პარალელურად ის სამართალდამცავ ორგანოებში თარჯიმან-სინქრონისტად მუშაობს და სასამართლო პროცესებს ქართულიდან ფრანგულად თარგმნის.

ახალგაზრდა, ამბიციური და ფრანგული ენის სპეციალისტი სალომე სულავა საქართველოში ყოფნის პერიოდში საფრანგეთის საელჩოში თარჯიმან-სინქრონისტად მუშაობდა, ასევე მოდის კვირეულების დროს მოდის კრიტიკოსების თარჯიმანიც იყო.

ფრანგულ ენას ღრმა ბავშვობიდან სწავლობს, ამიტომ 6 წლის წინ გადაწყვიტა, სწავლა საფრანგეთში გაეგრძელებინა, ახლა კი ქალაქ ნიცაში ერთდროულად ორ ფაკულტეტზე სწავლობს. კერძოდ, ეუფლება ფსიქოლოგიასა და კომუნიკაციას.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

როგორც სალომე სულავა Allnews.ge-სთან საუბარში განმარტავს, "ბალენსაგაში" არსებულ ვაკანსიასთან დაკავშირებით მეგობარმა შეატყობინა, რის შემდეგაც ორი სხვადასხვა სირთულის გასაუბრება გაიარა:

"პირველი გასაუბრება ორ საათს გაგრძელდა, რომელიც გაყიდვების დირექტორის ასისტენტთან გავიარე. გასაუბრება რამდენიმე ენაზე, ინგლისურად, რუსულად და ფრანგულად გავიარე. სირთულეს რაც შეეხება, ეს პროცესი ამაღელვებელი იყო, რადგან ამ ბრენდთან მუშაობის დიდი სურვილი მქონდა".

"ბალენსიაგაში" მისი სამუშაო გარემო თავისუფალია. სალომეს თქმით, ბრენდი, რომლის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალიაა, გამოხატვის უდიდეს საშუალებას იძლევა და თითოეული ადამიანი განსაკუთრებული ნიჭიერებით აღსავსეა, მათ კოლექტიური მუშაობა იციან. რაც შეეხება სალომე სულავასა და დემნა გვასალიას შორის კომუნიკაციას, როგორც სალომე განმარტავს, სამსახურებრივი ფორმატიდან გამომდინარე, ისინი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით კონტაქტობენ.

როგორი იყო დემნა გვასალიას ბავშვობა საქართველოში და როგორ მიაღწია წარმატებას მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში?

"შევხვედრივართ Fashion Week-ზე, ის მართლაც რომ პარადოქსალურად ნიჭიერი, ქარიზმატული და პროფესიონალია" - აღნიშნავს სალომე სულავა.

სალომეს ყოველი დღე საკმაოდ დატვირთული და ხანგრძლივია. დილით საკმაოდ ადრე იღვიძებს, მიდის უნივერსიტეტში, ლექციების დასრულებისთანავე სამსახურში, შემდეგ კი სახლში ეჩქარება, რადგან სამეცადინო ბევრი აქვს, - "იმის გათვალისწინებით, რომ ორ სპეციალობას ერთდროულად ვეუფლები, მეცადინეობას გვიან ვამთავრებ, რის ფონზეც ძილი ფუფუნების საგნად მექცა" -აღნიშნავს სალომე.

"გზა, რომელსაც გავდივარ პირობითად, ლაბირინთს ჰგავს, რომლის გასასვლელი კარი, ერთდროულად შემოსასვლელიცაა, რომელსაც საკუთარ თავამდე მიყვავართ. მე ყოველთვის საკუთარ თავთან მსურდა ურთიერთობა, მსვლელობისას გავიზარდე, ფეხი ამ გზაზე ავიდგი და ვისწავლე სიარული, მოტივაციას მაძლევს საკუთარი თავის რწმენა, რომელიც გარკვეული მიზნის სისრულეში მოყვანისას ერთი-ორად მყარდება. საკუთარი შედეგების რაციონალიზება, იძლევა სწორ ხედვას, რაც სიტუაციის სწორად აღქმაში გვეხმარება, სხვა ყველაფერი უკვე არჩევანის და გემოვნების საკითხია", - აღნიშნავს სალომე Allnews.ge-სთან საუბარში.

გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, საქართველოში ჩამოსვლას ხშირად ვერ ახერხებს, რაც მისთვის ძალიან მტკივნეული საკითხია.

"განსაკუთრებულად მიყვარს საქართველო და ქართველი ადამიანები, ვფიქრობ, ჩემს სამშობლოს, ჩემი ქვეყნის ღირებულებებსა და იმ ყველაფერს, რასაც საქართველო ჰქვია, ჩემი იდენტობის ჩამოყალიბებაში გადამწვეტი მნიშვნელობა მიენიჭა. ამის უგულვებელყოფა წარმოუდგენელია. როდესაც თბილისში ვარ, ვდილობ მეტი დრო დავუთმო ადამიანებს, რომლებიც მიყვარს, ვტკბები ქართული კულინარიის ვირტუოზობებით, მიყვარს ფეხით სეირნობა მაშინ, როცა ქალაქი ცარიელია", - აღნიშნავს სალომე სულავა.

"ბალენსიაგას" გაყიდვების დირექტორის ასისტენტს სამომავლო გეგმებზე საუბარი არ უყვარს, თუმცა ახლო მომავალში წიგნის დაწერას გეგმავს, ამბობს, რომ ეს ის არის, რაც ყოველთვის სურდა.

მკითხველის კომენტარები
(5)

ნინა
13 ოქტომბერი , 2018 04:10

ვერ გავიგე,იმის მაგივრად რომ გიხაროდენ ყოველი ქართველის წარმატება,ზოგიერთები შურით სკდებიან და ლამის ბოღმისაგან გადაირიონ!ჰეეეე!რა გმირთა ქართველებო? რამ გადაგრიათ? უფლის მაინც შეგეშინდეთ!საიდან ამხელა ზიზღი და ბოღმა?<br /> წარმატებებს გისურვებ ლამაზო გოგო.ყველა მიზანი აგსრულებოდეს!

გაოგნებული
04 სექტემბერი , 2018 20:09

რამ.გაგაბოროტათ ესე?! სალი წარმატებები

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე ანა დოლიძე დანიშნა | Allnews.Ge

პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის თანამდებობაზე ანა დოლიძე დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ანა დოლიძე დანიშნა.

გიორგი მარგველაშვილმა ანა დოლიძე პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩევად კონკურსი ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთ წევრს კონკურსის საფუძველზე ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტის კვოტით წარდგენილ საბჭოს არამოსამართლე წევრ ვახტანგ მჭედლიშვილს უფლებამოსილების ვადა 16 იანვარს ეწურება. საბჭოს ახალი წევრი თანამდებობას 4 წლის ვადით დაიკავებს.

ანა დოლიძემ 2002 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 2000–2001 წლებში ანა დოლიძე იყო ორგანიზაცია Project Harmony International-ის საქართველოს ოფისში ოჯახური ძალადობის საზოგადოებრივი თანამშრომლობის პროგრამის ასისტენტი, შემდეგ - ამავე პროგრამის კოორდინატორი.

2004 - 2006 წლებში იყო "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე.

2008-2009 წლებში იყო ევროპისა და ცენტრალური აზიის პროგრამის Human Rights Watch-ის მკვლევარი, 2010–2011 წლებში - მსოფლიო ბანკის კონსულტანტი (აშშ).

2015 წლის მაისიდან 2016 წლის 27 ივნისამდე ანა დოლიძე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე.

2016 წლის 27 ივნისს დაინიშნა საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად.