
დედაქალაქში 18 ლოკაციას სახელი გადაერქმევა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, ერთ-ერთი ადგილი "ვარდების რევოლუციის" მოედანია.
"თბილისის საკრებულომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩასა და მოედანს სახელი გადაერქმევა და სახელის ცვლილებები მოხდება. მთლიანობაში 18 ლოკაცია იქნა დასახელებული და ერთ-ერთი გახლავთ "ვარდების რევოლუციის" მოედნისთვის პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის სახელის მინიჭება. ჩვენ ამ წამოწყებას, რა თქმა უნდა, მივესალმებით.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად როგორც ვიცი არის 20 დღიანი ვადა. წელს აღვნიშნავთ ჩვენი დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს და იმედს ვიტოვებ, რომ საზოგადოება ამ ინიციატივას მხარს დაუჭერს", - განაცხადა კალაძემ.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
სტრუქტურულ ნაწილში რეფორმირება შეეხება კრიმინალურ პოლიციას, ასევე სასაზღვრო პოლიციას და გაგრძელდება საპატრულო პოლიციის რეფორმირება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ შსს-ს ახალი, ადამიანის უფლებათ დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც მან უწყებაში დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.
"ჩვენთვის დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა და არ არის ეს მაღალფარდოვანი სიტყვები. მნიშვნელოვანი დღეს გახლავთ იმიტომ, რომ ზუსტად ერთი თვის წინ მთავრობის დამტკიცების დროს საქართველოს პარლამენტში ჩვენ განვაცხადეთ და დავდეთ პირობა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმირება დაიწყება თანმიმდევრულად და დავთქვით კონკრეტული თარიღები. დღეს ვასრულებთ ამ დაპირებას. ზუსტად ერთი თვის თავზე ვაკეთებთ ადამიანის უფლებათ დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციას. ზუსტად ასევე, როგორც ჩვენ დადებული გვქონდა პირობა, სტრუქტურული და ასევე შინაარსობრივი ნაწილის რეფორმები წარდგენილი იქნება უახლოეს მომავალში. ახლაც გავიმეორებ, რომ სტრუქტურულ ნაწილში რეფორმირება შეეხება პირველ რიგში, კრიმინალურ პოლიციას, ასევე სასაზღვრო პოლიციას და გაგრძელდება საპატრულო პოლიციის რეფორმირება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია რეფორმების შინაარსობრივი ნაწილი, რომელიც ეხება პირველ რიგში, საგამოძიებო ინსტრუმენტების ხარისხის გაზრდას, ტექნოლოგიების დანერგვას, ინოვაციების შემოტანას საგამოძიებო კომპონენტში და რა თქმა უნდა, პრევენციასა და ანალიზზე დაფუძნებულ პოლიციას. ეს არის ჩვენი ძირითადი მიმართულებები, რომლებზეც მუშაობა უკვე დაწყებულია და როგორც დღეს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის წარდგენის ვადა დავიცავით, ასევე დავიცავთ ყველა სხვა ვადას", - განაცხადა გახარიამ.
ამასთან, გახარიამ განაცხადა, რომ არც ერთ მიღწევას კრიმინალთან ბრძოლაში არ ექნება ფასი, თუ ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არ იქნება შენარჩუნებული.
შს მინისტრმა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მიზნებსა და ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დეპარტამენტის შექმნა არის პირველი ნაბიჯი აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად.
”ჩვენ გვესმის, რომ დღევანდელ პირობებში ადამიანის უფლებების დაცვის გარეშე, რაც არ უნდა გავაკეთოთ კრიმინალთან ბრძოლაში ან შინაგან საქმეთა სამინისტროს ფორმირებაში, ამას ყველაფერს ფასი არ ექნება. ეს უბრალოდ არ გამოჩნდება. ამიტომ იყო მიღებული გადაწყვეტილება, პირველი ნაბიჯი სისტემის რეფორმირების დაგვეწყო სწორედ ამ დეპარტამენტის შექმნიდან.
დეპარტამენტს აქვს კონკრეტული მიზნები და ამოცანები. მოგეხსენებათ, რომ სამწუხაროდ ჩვენთან, ქვეყანაში, ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ ძალადობა, ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვნების მიმართ ან მათ მიერ ჩადენილი დანაშაული და ყველა სახის დისკრიმინაციულ საფუძველზე ჩადენილი დანაშაული. რა თქმა უნდა, აქ არის გარკვეული კულტურული პრობლემები, როდესაც დაზარალებულს უჭირს საგამოძიებო ორგანოებთან და სამართალდამცავებთან თანამშრომლობა და განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ამ ჭრილში იძენს სამართალდამცავების კომპეტენცია, მათი ცოდნა და გამოძიების ხარისხი.
სწორედ ამ ამოცანების გადასაჭრელად არის შექმნილი ეს დეპარტამენტი, სწორედ ეს იქნება მისი ძირითადი გამოწვევა. სწორედ ამ მსგავსი პრობლემების გადასაწყვეტად იქმნება ეს დეპარტამენტი" - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მინისტრის თქმით, დეპარტამენტმა უკვე გამოაცხადა "თანამშრომლების მოძიება".
"ეს არის ღია. მასში შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ყველას," - აღნიშნა მინისტრმა.
მკითხველის კომენტარები
(3)
მაიკლ ტერნერმა ცჰვენ ხელისუფლებაზე უფრო კარგად იცის რა მოხდა 2008 ცჰელს საქარტველოს და რუსეტს სჰორის.
ახალი ამბავი რაა , ეგ ვაი ქართველ პრორუსებს უნდა წააკითხო