30 კვირა - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
24.01.2018 / 06:01
შრიფტის ზომა:

აკაკი ზოიძის კომენტარი ბახალას საქმეზე - როცა გასაღება არ მტკიცდება და 8 წლით მიდის ციხეში, კანონი არაადამიანურია

როცა გასაღება არ მტკიცდება და 8 წლით მიდის ციხეში, კანონი არაადამიანურია, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ "იმედის" ეთერში საუბრისას გიორგი გიორგანაშვილის (ბახალა) საქმის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, არსებული ნარკოპოლიტიკის გაადამიანურება უნდა მოხდეს.

"როდესაც ადამიანს აქვს ნახევარი აბი თუ გარკვეული რაოდენობით აკრძალული ნარკოტიკული ნივთიერება ჯიბეში, ისე, რომ არ უმტკიცდება გაყიდვის და გასაღების ფაქტი და ამის გამო 8 წლით მიდის ციხეში, კანონმდებლობის ეს ნორმა, ჩემი აზრით არაადამიანურია. სწორედ ამ კუთხით ვამბობთ ჩვენ, რომ ნარკოპოლიტიკა უნდა გავაადამიანუროთ.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ეს იყო 7 თვის წინ შემოტანილი საკანონმდებლო ინიციატივის ძირითადი არსი, პრინციპი, თუ არის გამსაღებელი ნარკოტიკის, ის უნდა დაისაჯოს დაუნდობლად, მათ შორის 8 წლით და უფრო მეტი ვადითაც, მაგრამ თუ ადამიანი პირადი მოხმარების მიზნით ფლობს მცირე ოდენობით ნარკოტიკულ ნივთიერებას... სამწუხაროდ, იმ ნივთიერებაზე, რაზეც გიორგანაშვილის შემთხვევაში იყო ამოღებული, არ არის განსაზღვრული ზღვრული ოდენობა და არანაირი პირადი მოხმარების ოდენობა. ამის გამო ნებისმიერი ოდენობა ითვლება განსაკუთრებულ დიდ ოდენობად. ნებისმიერი ოდენობა ითვლება ნარკოტიკების გაყიდვა/გასაღება /გავრცელებად და ამის გამო, სასამართლო ხელისუფლებას შეზღუდული აქვს დისკრეცია, ინდივიდუალურად განეხილა გიორგანაშვილის საქმე, რომელსაც არ მგონია საზოგაოდებისათვის რაიმე ზიანი მოეტანა", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს გუშინ, საქალაქო სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მკითხველის კომენტარები
(0)

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

აკაკი ზოიძის კომენტარი ბახალას საქმეზე - როცა გასაღება არ მტკიცდება და 8 წლით მიდის ციხეში, კანონი არაადამიანურია | Allnews.Ge