იქმნება ახალი უწყება, რომელსაც თამარ ქალდანი უხელმძღვანელებს
პოლიციელთა გადაცდომების შესწავლის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იქმნება. სამსახურს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი უხელმძღვანელებს. ახალი საგამოძიებო უწყება პერსონალური მონაცემების გარდა სწორედ პოლიციელთა გადაცდომებსაც შეისწავლის. საუბარია ისეთი ტიპის დანაშაულებზე, როგორიცაა: წამება, წამების მუქარა, სასტიკი და არაადამიანური მოპყრობა.
ინიციატივის მიხედვით, ცვლილებები 21 კანონში უნდა შევიდეს. სამსახურს პარლამენტი აკონტროლებს და მის ხელმძღვანელსაც საკანონმდებლო ორგანო 5 წლის ვადით ნიშნავს.
"ეს არის ნაბიჯი აშკარად წინ. ეს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმაც დაადასტურეს. რა თქმა უნდა, ინტერესთა კონფლიქტი არ იქნება; ვინაიდან, სისტემის ეფექტიანობისთვის სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ყველანაირი კითხვის ნიშნები იყოს გამორიცხული, მათ შორის ინტერესთა კონფლიქტი. ამისთვის მარტივი სამართლებრივი გამოსავალი არსებობს", - განაცხადა თამარ ქალდანმა.
მკითხველის კომენტარები
(1)
რაღა გვიჭირს,კიდე ერთი მუქთა მჭამელები შეემატებიან........