ქართველი მოსამართლე, რომელმაც ათასობით დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა იყიდა
საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის თანამდებობაზე გასული წლის განმავლობაში 120 984 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო.
2018 წლის 21 თებერვალს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძე ფლობს 18 კვ. მეტრი ფართობისა და 12 კვ. მეტრი ფართობის ავტოფარეხებს თბილისში; 75,1 კვ.მეტრის, 111,85 კვადრატული მეტრისა და 40,66 კვ. მეტრი ფართობის 3 ბინას დედაქალაქში; 90 კვ.მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლსა და 5 177 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში "თი–ბი–სი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე - 803.07 ლარი; მიმდინარეზე - 20 000,24 ლარი; ანაბარზე კი - 0.18 დოლარი და 0,04 ლარი ჰქონდა.
გაიცანით 29 წლის ბიჭი, რომელმაც პირველი ქართული კრიპტოვალუტა შექმნა
ამასთან, როგორც დეკლარაციაშია აღნიშნული, კვერენჩხილაძემ 2018 წელს 3 254 დოლარად 2 005 Ripple (XRP) და 1 716 დოლარად 10 Litecoin (LTC) შეიძინა.
რაც შეეხება მის შემოსავალს, საკონსტიტუციო სასამართლოს გარდა, კვერენჩხილაძემ 17 400 ლარის ოდენობის შემოსავალი მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის პროფესორობის შედეგად.
ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში კვერენჩხილაძეს ჰქონდა 60 000 ლარის ოდენობის იპოთეკური სესხი "თი-ბი-სი ბანკში“, რომლის შედეგადაც მისმა წლიურმა გასავალმა გასულ წელს 23 513,02 ლარი შეადგინა. ამასთან, 2017 წლის განმავლობაში შვილებისთვის ზოგადსაგანმანათლებლო მომსახურების გაწევაზე მოსამართლის წლიურმა გასავალმა 3 800 დოლარი შეადგინა.
მკითხველის კომენტარები
(0)