07 ორშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

იან კელი ტატუნაშვილის საქმეზე - ჩვენ ვესაუბრებით რუსეთს | Allnews.Ge

იან კელი ტატუნაშვილის საქმეზე - ჩვენ ვესაუბრებით რუსეთს

ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ ვერ მოხერხდა ჯერ კიდევ ცხედრის გადმოსვენება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

იან კელის განცხადებით, სიტუაცია არის ნამდვილად შემაძრწუნებელი.

"ჩემთვის გაუგებარია, თუ რატომ ვერ მოხერხდა ჯერ კიდევ ცხედრის გადმოსვენება და ასევე იმ ორი დაკავებული პირის გათავისუფლება. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მთავრობას და მის ყველა ძალისხმევას ამ საკითხის გადაჭრაში. ჩვენ ასევე ვესაუბრებით რუსეთს და გავაგრძელებთ მათთან საუბარს", - განაცხადა კელიმ.

რაც შეეხება პარლამენტის რეზოლუციას, იან კელის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით მან ბევრი დეტალი არ იცის, თუმცა ელჩი ფიქრობს, რომ ზოგადად, კარგია, როცა უმრავლესობის და უმცირესობის წარმომადგენლები თანმხდებიან და ერთობლივი დოკუმენტი იქმნება.