
შვედეთში გასამართლებული საქართველოს მოქალაქეები სასჯელს საქართველოში მოიხდიან.
შვედეთში მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეების ჩვენი ქვეყნისთვის გადმოცემის შემდეგ, მათ მიერ სასჯელის საქართველოში მოხდის გაგრძელებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოსა და შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა გუშინდელ შეხვედრაზე განიხილეს.
შსს-ს ინფორმაციით, აღინიშნა, რომ შვედეთი და საქართველო ამ საკითხზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.
ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
"მუშაობა დაიწყება ამ მიმართულებით ორმხრივი შეთანხმების გაფორმებაზე, განსაკუთრებით იმ კუთხით, რომლის თანახმად, შვედეთში გასამართლებული საქართველოს მოქალაქეები სასჯელს საქართველოში მოიხდიან", - აცხადებენ საქართველოს შსს-ში.
გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს შვედეთის სამეფოში საქართველოს პოლიციის ატაშეს ნაყოფიერი მუშაობა, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ეფექტიანი ოპერატიული თანამშრომლობა. აგრეთვე, აღინიშნა, შვედეთში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულის კლების ტენდენცია, თუმცა, მთავარ პრობლემად გამოიკვეთა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა.
გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, შვედეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ის საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ეჭვქვეშ არ აყენებს და ზოგადად, ამ საკითხის გადახედვა პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას. მორგან იოჰანსონმა მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით.
გიორგი გახარიამ შვედ კოლეგას საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის შემცირების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, გვარის შეცვლასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო. ხაზი გაესვა სამომავლოდ პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ შვედეთში უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის მოთხოვნების თითქმის 100% სრულდება. სტუმრებმა შვედურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდეს მიმდინარე წლის 9 მარტს ევროპოლთან გაფორმებული მემორანდუმების შესახებ, რაც, ევროპოლში მეკავშირე ოფიცრის მივლინებასთან ერთად, ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხო არხის ამოქმედებას გულისხმობს.
ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
შვედეთში გასამართლებული საქართველოს მოქალაქეები სასჯელს საქართველოში მოიხდიან.
შვედეთში მსჯავრდებული საქართველოს მოქალაქეების ჩვენი ქვეყნისთვის გადმოცემის შემდეგ, მათ მიერ სასჯელის საქართველოში მოხდის გაგრძელებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოსა და შვედეთის შინაგან საქმეთა მინისტრებმა გუშინდელ შეხვედრაზე განიხილეს.
შსს-ს ინფორმაციით, აღინიშნა, რომ შვედეთი და საქართველო ამ საკითხზე მოლაპარაკებებს დაიწყებენ.
"მუშაობა დაიწყება ამ მიმართულებით ორმხრივი შეთანხმების გაფორმებაზე, განსაკუთრებით იმ კუთხით, რომლის თანახმად, შვედეთში გასამართლებული საქართველოს მოქალაქეები სასჯელს საქართველოში მოიხდიან", - აცხადებენ საქართველოს შსს-ში.
გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს შვედეთის სამეფოში საქართველოს პოლიციის ატაშეს ნაყოფიერი მუშაობა, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შვედეთის სამეფოს სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული ეფექტიანი ოპერატიული თანამშრომლობა. აგრეთვე, აღინიშნა, შვედეთში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულის კლების ტენდენცია, თუმცა, მთავარ პრობლემად გამოიკვეთა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის ზრდა.
გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, შვედეთის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ის საქართველოს ვიზალიბერალიზაციას ეჭვქვეშ არ აყენებს და ზოგადად, ამ საკითხის გადახედვა პოლიტიკურ დღის წესრიგში არ დგას. მორგან იოჰანსონმა მზადყოფნა გამოთქვა, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების განხილვის ვადების შემცირებასთან დაკავშირებით.
გიორგი გახარიამ შვედ კოლეგას საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების რაოდენობის შემცირების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, გვარის შეცვლასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო. ხაზი გაესვა სამომავლოდ პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას.
შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ შვედეთში უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის მოთხოვნების თითქმის 100% სრულდება. სტუმრებმა შვედურ მხარეს ინფორმაცია მიაწოდეს მიმდინარე წლის 9 მარტს ევროპოლთან გაფორმებული მემორანდუმების შესახებ, რაც, ევროპოლში მეკავშირე ოფიცრის მივლინებასთან ერთად, ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის უსაფრთხო არხის ამოქმედებას გულისხმობს.
მკითხველის კომენტარები
(0)