25 სამშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
პოლიტიკა
21.03.2018 / 06:03
შრიფტის ზომა:

ოსური სააგენტო - არჩილ ტატუნაშვილის მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენეს

ოსური სააგენტო - არჩილ ტატუნაშვილის მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენეს

საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა "ლენინგორში" დააკავეს, რომელიც ეჭვმიტანილი იყო სადაზვერვო-დივერსიულ საქმიანობასა და 2008 წლის აგვისტოში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში, - ამის შესახებ "რესი" იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, გაქცევის მცდელობისას, სამართალდამცველებმა ტატუნაშვილის წინააღმდეგ ფიზიკური ძალა გამოიყენეს, რის შედეგადაც ის კიბეზე დაგორდა. მოგვიანებით იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მიყვანიდან ორ საათში გარდაიცვალა.

ado.slave('adoceanadvertlinegeunlmntjrdq', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

სააგენტოს ცნობით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის რესპუბლიკური ბიუროს პროზექტურაში 22-23 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გაკვეთამ აჩვენა, რომ სიკვდილის მიზეზი გულის მკვეთრი უკმარისობაა.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ცხინვალის მხარემ "წითელი ჯვრის" წარმომადგენლებს გუშინ გადასცა. მათივე ცნობით, ტატუნაშვილის ცხედართან ერთად, ის სატრანსპორტო საშუალებაც არის გადმოცემული, რომლითაც გარდაცვლილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე შევიდა.

მკითხველის კომენტარები
(10)

ზიზ
17 აპრილი , 2018 12:04

ოჯახის მწუხარების გაზიარება, ლოცვა და ოსების, აფხაზების და რუსების ლანძღვა კარგია... მაგრამ ეგ ვერ დაგვაზღვევს მომავალში მსგავსი შემთხვევებისგან! არც საერთაშორისო ორგანიზაციების თანადგომაა გამოსავალი... უსაფრთხოება შიშზეა აგებული! შესაბამისმა სამსახურებმა უნდა დაადგინინ მკვლელბი და დივერსიული აქტებით, ტერორისულით თუნდაც... მაგრამ არ უნდა შერჩეს არავის!!!!

ზაზა
22 მარტი , 2018 08:03

სადაზვერვო-დივერსიულ საქმიანობას ახორციელებდა თურმე და ე.წ. საზღვარზე საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა. ვაი თქვენს პატრონს და უსუსურ არგუმენტებს, მკვლელებო!!!

ado.slave('adoceanadvertlinegeqkpsposojg', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeqadeglrtrw', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });

ამ კატეგორიის სხვა სიახლეები

ado.slave('adoceanadvertlinegeqlloqjqltu', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
  • შიდა_horizont_10ambebi.ge
  • შიდა_horizont_10palitravideo.ge
  • შიდა_horizont_10bpn.ge
  • შიდა_horizont_10ipn.ge
  • შიდა_horizont_10kvirispalitra.ge
  • შიდა_horizont_10lelo.ge
  • შიდა_horizont_10msholebi.ge
  • შიდა_horizont_10mkurnali.ge
  • შიდა_horizont_10SS NEW
  • შიდა_horizont_10hotsale.ge
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

ოსური სააგენტო - არჩილ ტატუნაშვილის მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენეს | Allnews.Ge